BABAJANA

წყარო: ipn.ge, 11 თებ 2019, ნახვები: 845, კომენტარი: 1
მიხეილ სააკაშვილი - ლიეჟში გამოჩნდა, რომ ერთ მხარესაა ჭკვიანი, ინტელექტუალური ხალხი, ხოლო მეორე მხარეს სრული კატასტროფა
photo © ipn.ge  
გუშინ ივანიშვილმა მართლაც გააოცა ევროპა - ერთ მხარესაა ჭკვიანი, ინტელექტუალური, განათლებული, ნათელი, კარგი ხალხი, ხოლო მეორე მხარესაა სრული კატასტროფა, - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელში ლიეჟში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, შემდეგი შეკრებები სხვა ქვეყნებში უფრო შინაარსიანი იქნება.
"მე მინდა ქართველთა კრებაზე გუშინ დამსწრე ყველა ადამიანს მადლობა ვუთხრა. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა, სამწუხაროდ, ყველასთან ვერ მოვახერხე ცალ-ცალკე გასაუბრება, მაგრამ ამის საშუალება მოგვეცემა. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩამოხვედით თვითმფრინავებით, მანქანებით, ავტობუსებით ძალიან შორი მანძილიდან - ესაა ქართული ემიგრაციის გაერთიანების მნიშვნელოვანი ისტორიული დასაწყისი. საქართველოს შრომითი, ადამიანური რესურსები, სამწუხაროდ, ახლა ქვეყნის გარეთაა. ამ ხალხის დაბრუნება საქართველოში, ამის მომზადება, თქვენი ინტელექტუალური რესურსების გამოყენება არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც მე ჩემ თავს პირადად დავუსახე. დიდი მადლობა იმ სითბოსთვის. გუშინ, ივანიშვილმა მართლაც გააოცა ევროპა. სამარცხვინო იყო დიდი რაოდენობის ნარკომანების გამოგზავნა, მოჭიდავეების ჩამოყვანა. ახლა ვუყურებდი სურათებს, რომ დაყარეს უამრავი დახეული პლაკატი. გამოჩნდა ნათლად, ერთ მხარესაა ჭკვიანი, ინტელექტულური, განათლებული, ნათელი, კარგი ხალხი, ხოლო მეორე მხარესაა სრული კატასტროფა. არ შეიძლება ბოლოს ამ კატასტროფამ გაიმარჯვოს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ უფრო მაგრები ვართ, ძლიერები ვართ. სწორი ხალხი ხართ, სწორი ხალხი ვართ და სწორ გზას ვადგავართ. ჩვენ შემდეგი შეკრებები ბევრად უფრო შინაარსიანი გვექნება იმ გაგებით, რომ ბევრად მეტი უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს. იქნება შეხვედრები საბერძნეთში, იტალიაში, ყველა სხვა ქვეყანაში, სადაც უფრო კომპაქტურად არიან ქართველები“, - განაცხადა სააკაშვილმა.
  • რეგისტრაცია: 21.07.2018
  • სტატუსი:  offline
^
Mzia Babeuri მაგარი უტვინო ჩანხარ.
lol lol lol lol lol
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Merab Sepashvili

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005