BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 10 თებ 2019, ნახვები: 578, კომენტარი: 0
სამადაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარემ აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ სახელმწიფო მონაწილეობდა იმ უმსგავსობის ორგანიზებაში
photo © rustavi2.ge  
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, სადაც ირაკლი კობახიძემ ლიეჟში მომხდარი დაპირისპირების შეფასებისას თქვა, რომ "ხელისუფლება დაეხმარება საზოგადოებას, როგორც კი "ნაციონალური მოძრაობა" თავს წამოყოფს", ოპოზიცია ეხმაურება. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ამბობენ, რომ მმართველ გუნდს სააკაშვილისა და მთავარი ოპოზიციური ძალის ეშინია, მათი განცხადებით ეს შიში შიდა პარტიული არეულობის შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა.
"რაც ვიხილეთ ლიეჟში, ეს ჩემი აზრით იყო, ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი ჩვენს უახლეს ისტორიაში. დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა და აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ, სახელმწიფო მონაწილეობდა იმ უმსგავსობის ორგანიზებაში,რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როდესაც ჩასული ზონდერ ჯგუფები ხელს უშლიდნენ საკუთარი ქვეყნიდან ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში გადახვეწილ ჩვენს მოქალაქეებს,რომ შეკრებილიყვნენ და საკუთარი აზრით დაეფიქსირებინათ,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ზონდერჯგუფები ლიეჟში სავარაუდოდ, ბიუჯეტის ფულით დესანტივით გადასხა. ყველა დეტალი ადასტურებს, რომ ეს არ იყო თავისუფალი ადამიანების კონტრაქცია, რომელიც სპონტანურად დაიგეგმა.
"ეს არ იყო სპონტანური თავისუფალი ადამიანების ან მოქალაქეების საქციელი ეს იყო ხელისუფლების ორგანიზებული ზონდერ ჯგუფები. სრულიად გაუგებარია ის ისტერიკა, რომლითაც ხელისუფლება შეხვდა შეხვედრას,რომელიც გუშინ გაიმართა ლიეჟში. ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, ხელისუფლებას არასოდეს უგრძვნია საკუთარი თავი ისე სუსტად, როგორც გრძნობს დღეს, ხელისუფლებამ იცის, რომ განწირულია საპარლამენტო არჩევნებზე განწირულია ხელისუფლების დასაკარგად,"-ამბობს სამადაშვილი.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Merab Sepashvili

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005