BABAJANA

წყარო: ipn.ge, 10 თებ 2019, ნახვები: 937, კომენტარი: 0
თემურ შაშიაშვილი - ლიეჟში, სააკაშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრებიც იყვნენ - ეს იყო დადგმული სპექტაკლი, რაღაც საოცრება
photo © ipn.ge  
პოლიტიკური პარტია „თეთრების“ დამფუძნებლის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით, ლიეჟში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრებიც იმყოფებოდნენ. ამის შესახებ თემურ შაშიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა. თემურ შაშიაშვილის თქმით, ის კრებაზე კონკრეტული შეთავაზებით, გიორგი სიგუას დახმარებით მივიდა, თუმცა დარბაზიდან გამოაძევეს.
ამასთან, როგორც თემურ შაშიაშვილმა აღნიშნა, დარბაზში დაახლოებით 300-400 ადამიანი იმყოფებოდა, მშვიდობიანი შეკრების ნაცვლად კი დაამსწრეები აგრესიულ განწყობას გამოხატავდნენ.
"ვერ ვიგრძენი, მთელი მსოფლიოდან რომ იყვნენ შეკრებილები, 700-კაციან დარბაზში ნახევარს რადგან ვერ ავსებდნენ. ეს იყო დადგმული სპექტაკლი, რაღაც საოცრება. ბატონმა გიორგი სიგუამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მე შევსულიყავი. გუშინ ისეთი რამ ვიგრძენი, ვინმეს რომ მოეყოლა, ვერ დავიჯერებდი - „ქართული ოცნების“ ყოფილი წარმომადგენლები და სხვები ვნახე ამ დარბაზში შეკრებილი. გუშინ მე იქ ლანძღვა-გინების გარდა არაფერი არ მომისმენია. ეს არის ტრაგედია.
მე იქ სააკაშვილთან არ ჩავსულვარ. მინდოდა, ხალხისთვის ჩემი სათქმელი გადამეცა. სააკაშვილზე 1997 წლიდან ვამბობ, რომ ის არის გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში. გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ასევე, კიდევ იმაში დავრწმუნდი, რომ ბევრი მათგანი, ვინც იქ იმყოფებოდა, „ქართული ოცნების“ წევრია ან ისეთი, ორივესთან რომ ინარჩუნებს ურთიერთობას და ვინც მეტ ფულს მისცემს, მასთან რომ იქნება. ბიძინა ივანიშვილმა რომელ პარტიებსაც ფული მისცა, ხალხს მათი იმედი არ უნდა ჰქონდეს, ისევე როგორც მათი, ვინც სააკაშვილისგან ფინანსდებიან. გუშინ ვნახე ანტიქართული, საქართველოს სიძულვილის მქონე ღონისძიება“, - განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.
გუშინ, ლიეჟის კონგრესის სასახლის დარბაზში მცირე ინციდენტს მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროსაც ჰქონდა ადგილი. დარბაზში იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თემურ შაშიაშვილი იმყოფებოდა, რომელიც დარბაზიდან გაიყვანეს.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Merab Sepashvili

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005