BABAJANA

წყარო: ipn.ge, 10 თებ 2019, ნახვები: 747, კომენტარი: 0
სერგი კაპანაძე - რაც ლიეჟში მოხდა, „ქართული ოცნების“ მხრიდან ბუზისგან სპილოს შექმნის მცდელობა იყო - გაუგონარია, ასეთი აგონია
photo © ipn.ge  
ის, რაც გუშინ ლიეჟში ხდებოდა, იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან ბუზისგან სპილოს შექმნის მცდელობა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ნორმალური პრაქტიკაა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ხვდება თავის მომხრეებს რომელიმე ქვეყანაში, „თუმცა ის, რაც ხდებოდა, იყო სრულიად არანორმალური“.
"არანორმალურია, როდესაც „ქართული ოცნება“ ცდილობს ჩაშალოს ასეთი ტიპის შეხვედრა იქ თავისი მომხრეების გაგზავნით. აშკარა პროვოცირებას ჰქონდა ადგილი. მე მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად იყო ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანი. გაუგონარია, ასეთი ტიპის დამოკიდებულება და აგონია „ქართული ოცნების“ მხრიდან“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. რაც შეეხება იმ გზავნილებს, რომელიც გუშინდელ ღონისძიებაზე იყო გაჟღერებული, „ევროპული საქართველო“ შეფასებას არ აკეთებს და მოსახლეობას მოუწოდებს, გაიგონ, რომ მთავარი გამოწვევა დღეს არის ბიძინა ივანიშვილი და ის უნდა დამარცხდეს არჩევნების გზით.
"ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც იქნება ამ მიზნისთვის მობილიზებული, უნდა იყოს მხარდაჭერილი შემდეგი არჩევნებისთვის. „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა, ის ორპოლარულიანი დისკუსია, სააკაშვილი-ივანიშვილი გადავიდეს სხვა სიბრტყეში. ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ყველამ ვიბრძოლოთ, რომ ივანიშვილი აღარ დარჩეს ხელისუფლებაში და აღარ მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, გუშინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა. შეხვედრაზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Merab Sepashvili

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005