BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 12 იან 2019, ნახვები: 896, კომენტარი: 4
კრიმინალი, გასულ წელთან შედარებით, 60%-ით გაიზარდა
photo © rustavi2.ge  
კრიმინალი, გასულ წელთან შედარებით, 60 პროცენტით გაიზარდა. ჩადენილი დანაშაულის გახსნა კი 20 პროცენტით შემცირდა. ოფიციალური მონაცემებით, ერთწლიანი სხვაობით ქვეყანაში, დაახლოებით, 124%-ით არის მომატებული მკვლელობები და მკვლელობის მცდელობები. ამავე ჩამონათვალში წერია, რომ პოლიციამ 168,59 %-ით მეტჯერ აღძრა საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. ამ საქმეებიდან კი მხოლოდ 0,18 % გაიხსნა. შესაბამისად უცნობია, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანთა გარდაცვალების ყველა მიზეზს გამოძიება დაადგენდა, როგორ მოხდებოდა მუხლებისთვის უფრო მძიმე კვალიფიკაციის მინიჭება.
გასულ წელთან შედარებით, თითქმის, სამჯერ მეტი ციფრია ჩამონათვალში, რომელიც ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს მოიცავს. მათ შორის, ტრეფიკინგს, მძევლად ხელში ჩაგდებას, მუქარას და სხვა მძიმე დანაშაულს.
ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე, აცხადებს, რომ ძალოვანი უწყებების არაეფექტიანი მუშაობა ყველაზე კარგად საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრირებული დანაშაულის ჩამონათვალში მატებაა თითქმის ყველა მიმართულებით. მცირედით შემცირდა მხოლოდ გარემოს დაცვის, კონსტიტუციის დარღვევისა და სამეწარმეო კანონდარღვევები. 13%-იანი კლებაა ნარკოდანაშაულზე. ერთადერთი, რაც ხელისუფლებას დანაშაულის გაზრდილ ციფრებში მოსწონს, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიტიკაა, რომ მონაცემები საჯარო და რეალურია. შინაგან საქმეთა მინისტრი ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ქვეყანაში მძიმე დანაშაული მცირდება. საგრძნობლად გაზრდილ ციფრებზე სამინისტროში დღეს არ პასუხობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის დეკემბრის მონაცემები ჯერ არ დაუთვლია. გიორგი გახარიას უწყება წლის საერთო სტატისტიკას და განახლებულ მაჩვენებლებს თვის ბოლოს გამოაქვეყნებს.
  • რეგისტრაცია: 24.02.2014
  • სტატუსი:  offline
^
Оуп, цина целтан шедаребито! Титкос цина цели ико цкнари да мшвиди👺🐣👹
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
რაღაც საოცარი ცოფრებია ამ ოფიციალურ მონაცემებში.
კრიმინალის საერთო ზრდა ერთ წელიწადში 60%-თ წარმოუდგენელი რამ არის.
მითუმეტეს მკვლელობები 124%-თ და თვითმკვლელობამდე მიყვანა 168%-თ.
ასეთი რამ შეიძლება მოხდეს რომელიმე აფრიკის ქვეყანაში, სადაც ომი მიმდინარეობს. ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ეს იქნებოდა განგაშის საფუძველი და მთავროის გადაყენების მიზეზი.
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
Zaza Bebia 100%

გამოდის, რომ ხალხი სამ ნაწილად არის დაყოფილი: წესიერები, კრიმინალები და გულუბრყვილოები. აქედან კრიმინალები და გულუბრყვილოები ერთად შეადგენენ უმრავლესობას. ეს არის ეროვნული ტრაგედია, რადგან გულუბრყვილოების მოჭკვიანება ისეთივე რთული ამოცანაა, როგორც კრიმინალების გამოსწორება. .
  • რეგისტრაცია: 30.10.2014
  • სტატუსი:  offline
^
Им картофилс да хахвс, ромлис фасад чаабарет бидзинас квекана, сул тракши нагтхриан!!!
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005