BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 12 იან 2019, ნახვები: 590, კომენტარი: 0
სამგორის ყოფილ გამგებელს თაღლითობაში ადანაშაულებენ
photo © rustavi2.ge  
სამგორის რაიონის ყოფილ გამგებელს თაღლითობაში ადანაშაულებენ. დავით კერესელიძის წინააღმდეგ სარჩელი მისმა ნათესავმა შეიტანა. იოსებ ფილიშვილმა საგამოძიებო უწყებას ერთი წლის წინ მას შემდეგ მიმართა, რაც მის საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის გასაყიდად იუსტიციის სახლში მივიდა, მიწა კი უკვე გაყიდული და ბიძის სახელზე დარეგისტრირებული დახვდა. ფილიშვილი 6 მიწის ნაკვეთზე დავობს. ნაკვეთები, რომელთა საერთო ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს, კერესელიძემ საეჭვო მინდობილობების საფუძველზე შეიძინა. ყველა დოკუმენტი ნოტარიუსმა ირმა გოგიამ დაამოწმა, რომელიც ყოფილი გამგებლის დისშვილია. ფილიშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სატელეფონო ჩანაწერებით, რომლებიც მათ საგამოძიებო უწყებას წარუდგინეს, დასტურდება, რომ იმ დროს, როდესაც კალოუბნის 14 ნომერში მდებარე სანოტარო ბიუროში მინდობილობა გაფორმდა, იოსებ ფილიშვილი ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებოდა.
დავით კერესელიძე ამტკიცებს, რომ მასსა და იოსებ ფილიშვილს შორის ყველა გარიგება კანონის დაცვით განხორციელდა. კერესელიძის მთავარი მტკიცებულება სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნაა. დოკუმენტის მიხედვით, 29 მარტით დათარიღებულ მინდობილობაზე იოსებ ფილიშვილის ხელმოწერა ავთენტურია. საეჭვო გარიგების კიდევ ერთმა ფიგურანტმა ნოტარიუსმა ირმა გოგიამ სატელევიზიო ინტერვიუზე უარი განაცხადა, სატელეფონო კომენტარში კი განმარტა, რომ მინდობილობები კანონის დაცვით გასცა. 6-ვე სადავო მიწის ნაკვეთი დავით კერესელიძემ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში დააფიქსირა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ყოფილმა გამგებელმა ამ უძრავ ქონებაში ჯამურად მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. საჯარო რეესტრის შესყიდვის დოკუმენტაციით კი დგინდება, რომ კერესელიძემ თანხა საკუთარ თავს გადაუხადა, რადგან მყიდველიც და გამყიდველიც თავადაა.
6 სადავო მიწის ნაკვეთიდან დღეს ორი დავით კერესელიძეს აღარ ეკუთვნის. შუამთის ქუჩაზე მდებარე მიწა მან გამოძიების დაწყებამდე გაყიდა, ვაზისუბანში მდებარე 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი კი, მას შემდეგ, რაც ფილიშვილმა უჩივლა, საკუთარი დისშვილის - გიორგი გოგელიას, სახელზე გადააფორმა.
სადავო მიწის ნაკვეთები დავით კერესელიძემ სამგორის რაიონის გამგებლად მუშაობის პერიოდში დაირეგისტრირა. საკრებულოს ოპოზიცია მას კორუფციაში მაშინვე ადანაშაულებდა და მის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, კერესელიძემ პოსტი გასული წლის აპრილში დატოვა.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005