BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 12 იან 2019, ნახვები: 1236, კომენტარი: 0
"თუ მოხდა კიდევ აღიარება, ეს იქნება კატასტროფა ჩვენი მთავრობისთვის" - ანალიტიკოსები ხაჯიმბას ვენესუელის პრეზიდენტთან შეხვედრას ეხმაურებიან
photo © rustavi2.ge  
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტისა და ვენესუელის პრეზიდენტის შეხვედრას ანალიტიკოსები ეხმაურებიან. ისინი ხელისუფლებას სასწრაფო რეაგირების, დიპლომატიური არხების და არაღიარების პოლიტიკის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ საქართველოს ტერიტორიები ლათინური ამერიკის ქვეყნებმა აღიარონ. ანალიტიკოსების თქმით, თუ რომელიმე ქვეყნის მხრიდან აღიარება მოხდა, ეს საქართველოს მთავრობისთვის დიდი ჩავარდნა იქნება.
"ახლა, ამ სიტუაციაში, როდესაც რუსეთი აღარ აძალებს არავის აღიარებას, თუ მოხდა კიდევ აღიარება, მაგალითად, კუბის მხრიდან, ეს იქნება სრული ჩავარდნა და კატასტროფა ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის და მთლიანად მთავრობისთვის. საჭიროა პროაქტიური მუშაობა. შეიძლება, მოსკოვი ახლა მაინცდამაინც არ მუშაობს ისე, როგორც ადრე მუშაობდა, მაგრამ თვითონ აფხაზებს და ოსებს, მათ ე.წ. პრეზიდენტებს ეს სჭირდებათ, რომ თავიანთი პოზიციები გაამყარონ და ხალხს დაანახონ, რომ აი, გვაღიარა კიდევ ვიღაცამ,“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ. ანალიტიკოსების აზრით, აუცილებელია, დაფიქსირდეს, რომ საქართველოსთვის პრიორიტეტულია ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
"მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს, რომ პრიორიტეტია ევროატლანტიკური ინტეგრაცია, არა მარტო ოფიციალურ დონეზე, არამედ საქმითაც. ერთია, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპაში და მეორე, ისეთ არჩევნებს ვატარებთ, როგორიც არის აფრიკაში. ეს ერთმანეთთან არ ჯდება,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ვენესუელის პრეზიდენტს შეხვდა. რაულ ხაჯიმბა სალვადორში იმყოფება, სადაც ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არ აღიარებულ სანჩეს სერენოსთან ერთად, აფხაზი და სალვადორელი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე საუბრობს.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005