BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 12 იან 2019, ნახვები: 584, კომენტარი: 0
"იმედია, განმარტებებს მივიღებთ" - საგარეო უწყების წარმომადგენელი ხაჯიმბას ვენესუელის პრეზიდენტთან შეხვედრას აფასებს
photo © rustavi2.ge  
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტისა და ვენესუელის პრეზიდენტის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შეაფასა.
ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, ქართულმა მხარემ ელსალვადორის მხარესთან კომუნიკაცია უკვე დაამყარა და იმედოვნებს, რომ უმოკლეს ვადებში შესაბამის განმარტებებს მიიღებს. მისი განცხადებით, ჩვენი ქვეყანა შარშან ვენესუელაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს, რადგან ის დემოკრატიული არ იყო.
"საქართველო გასულ წელს ვენესუელაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს, რამდენადაც ეს არჩევნები იყო არადემოკრატიული. საერთაშორისო თანამეგობრობამ ასევე გააკრიტიკა ინაუგურაცია, რომელსაც ქვეყნების მცირე რაოდენობა დაესწრო. სწორედ ამ ღონისძიებით ისარგებლეს დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ისინი რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელს შეხვდნენ, გაშუქდა ელსალვადორის პრეზიდენტთან შეხვედრა, რაზეც ქართულმა მხარემ ელსალვადორის მხარესთან კომუნიკაცია დაამყარა და იმედია, მოკლე ვადებში შესაბამის განმარტებებს მივიღებთ,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ. აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ვენესუელას პრეზიდენტს შეხვდა. რაულ ხაჯიმბა სალვადორში იმყოფება, სადაც ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არაღიარებულ სანჩეს სერენოსთან ერთად, აფხაზი და სალვადორელი ხალხის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე საუბრობს.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005