BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 11 იან 2019, ნახვები: 614, კომენტარი: 0
ზაზა სარალიძე - არა მარტო დ.ღ, არამედ იქ მყოფი ყველა ბავშვი იყო დასაკავებელი"
photo © rustavi2.ge  
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს გათავისუფლების შემდეგ, მოკლული დავით სარალიძის მამამ პირველი კომენტარი გააკეთა. ზაზა სარალიძის ინფორმაციით, მხოლოდ დ.ღ. არ იყო დამნაშავე ცრუ ჩვენების მიცემაში. მისი თქმით, მკვლელობის ძირითადი საქმის განხილვისას, თითქმის, ყველა არასრულწლოვანმა სასამართლოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. მოკლული დავით სარალიძის მამა დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
"არა მარტო დ.ღ., არამედ იქ მყოფი ყველა ბავშვი იყო დასაკავებელი და პასუხისგებაში მისაცემი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველამ ძალიან კარგად დაინახა ყველაფერი, ყველა იტყუება, იტყუებოდნენ პროცესსა და წინასაგამოძიებო მოქმედებების დროსაც. რის საფუძველზე იყო მოტყუება და ჩვენების შეცვლა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მოვა დრო და აუცილებლად აეხდება ფარდა. ეს დააშინეს, მოისყიდეს, თუ თავიანთი მენტალობიდან გამომდინარე, საუბრობენ ტყუილებს. მხოლოდ დ.ღ.-ს დაკავება იმიტომ მოხდა, რომ ერთადერთი დაბალი ღობე ნახა ხელისუფლებამ, რასაც თავად ეძახიან, რომ უპატრონო ადამიანი იყო, რატომ არ არის იქ კონკრეტული პირები, თუნდაც, „ოცნების“ ერთ-ერთი დეპუტატის შვილი, რომელიც პირდაპირ უყურებდა ამ მკვლელობას და საერთოდ ხმა არ ამოიღო და შეცვალა ჩვენები და მოიტყუა. რატომ არ არიან დაკავებულები ფულიანი მამიკოს ბიჭები?“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნი დ.ღ. სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. დ.ღ.-ს აღკვეთის ღონოსძიების სახით 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005