BABAJANA

წყარო: netgazeti.ge, 11 იან 2019, ნახვები: 587, კომენტარი: 0
აშშ უკრაინას ავტოკეფალიის მიღებას ულოცავს, საქართველო ამ დრომდე თავს იკავებს
photo © netgazeti.ge  
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ულოცავს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებას. განცხადებაში, რომელიც 10 იანვარს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა, ხაზგასმულია ავტოკეფალიის მიღების მნიშვნელობა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გზაზე. საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით.
"6 იანვარს უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადება არის ისტორიული მიღწევა მაშინ, როცა უკრაინა თავისი მომავლის განსაზღვრას ცდილობს. ამ უმნიშვნელოვანეს მომენტში შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თავის ურყევ მხარდაჭერას სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინისადმი”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ხაზს უსვამს უკრაინაში რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობას:
"შეერთებული შტატები ინარჩუნებს თავის ძლიერ მხარდაჭერას რელიგიური თავისუფლებისადმი, მათ შორის, რელიგიური ჯგუფების თავისუფლებას, რელიგიური ცხოვრება წარმართონ თავიანთი რწმენის შესაბამისად, გარე ჩარევის გარეშე. ჩვენ მივესალმებით მიტროპოლიტ ეპიფანეს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ღია არის ყველა მართლმადიდებელი მორწმუნისთვის. აშშ, ასევე, მხარს უჭერს საეკლესიო და საერთო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ხელი შეუწყონ ტოლერანტობასა და ყველა რელიგიური ჯგუფის თავისუფალ ნებას, აღასრულონ ღვთისმსახურება თავიანთი არჩევანის შესაბამისად”. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი 5 იანვარს მოაწერა. ცერემონია სტამბოლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შედგა და მას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა. მანამდე, 4 იანვარს, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა მსოფლიოს ავტოკეფალური ეკლესიების ლიდერებს უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანი პოზიცია ამ დრომდე უცნობია. სინოდის უკანასკნელი განჩინებით, რომელიც 27 დეკემბრის სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება.
გარდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, უცნობია საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ არაერთხელ შეიკავა თავი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მილოცვისგან და მხარდაჭერის გამოცხადებისგან.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005