BABAJANA

წყარო: ipn.ge, 09 იან 2019, ნახვები: 2227, კომენტარი: 2
eka beselia - yvelafers naTels movfen!
photo © ipn.ge  
ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ეკა ბესელია „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას. ბესელიას თქმით, სამწუხაროა, რომ მოსამართლეთა არჩევის კრიტერიუმებზე შეთანხმება ვერ ხდება.
“რა სიმბოლურია, რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით, რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეება ამ განცხადებას, რაც გავრცელდა პარტიის თავმჯდომარის სახელით, ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს!!! მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლის სიმართლეშიც დარწმუნდება“, - განაცხადა ბესელიამ.
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის საკითხი ჯერ კიდევ ზაფხულში განიხილებოდა. შესაბამისად, ივანიშვილისთვის უცნობია, რატომ დაუკავშირა ბესელიამ მისი გადადგომა მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს.
ამასთან, როგორც ივანიშვილი საკუთარ განცხადებაში განმარტავს, ბესელიასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში მისი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაასახელა - ეს იყო გუნდურობის დეფიციტი.
ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ეკა ბესელია წავიდა გუნდურობის წინააღმდეგ, ამიტომ ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა მისი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის საკითხი.
  • რეგისტრაცია: 28.01.2014
  • სტატუსი:  offline
^
თუ ზაფხულში მსჯელობა იყო აქამდე რას უცდიდით ? როცა ვინმეა მოხსნის დრისწერიგი ხდება აღსრულებაც მყისიერი უნდა იყოს რომამ "გაუგებრობამდე" არ მივიდეს ქოცთა ცზოველთა გუნდურობა. ესეც მენეჯმენტის დეფიციტის და უუნარობის მაგალითია. ასემც გიქნიათ დაჭამეთ ერთმანეთი ამასობაში მიშა სპეციალურ ცოცხს თლის ბიძოსთვის
  • რეგისტრაცია: 1.09.2013
  • სტატუსი:  offline
^
TQVEN GUNDI KI ARA KOMUNISTURI PARTIA XART
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005