BABAJANA

წყარო: dogma.ge, 09 იან 2019, ნახვები: 1595, კომენტარი: 0
“ratom unda mivulocoT da vaRiaroT ukrainis a
photo © dogma.ge  
“რატომ უნდა მივულოცოთ და აუცილებლად ვაღიაროთ საქართველოს ერმა და ბერმა უკრაინის ახალი ეკლესიის ავტოკეფალია”. ამ პოსტს ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თამაზ ლომიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს და წერს, რომ აუცილებელია ვაჩვენოთ რუსეთს, რომ სიმართლის წინააღმდეგ შანტაჟს არ ემორჩილება საქართველოს სახელმწიფო და მისი ეკლესია.
"მთავარი არგუმენტი, რითაც ვერაგულად გვაშანტაჟებს ოკუპანტი რუსეთი არის აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონები; გადაკვრით თუ პირდაპირ მიგვანიშნებენ, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში, საქართველოს საპატრიარქო დაკარგავს იმ დე-იურე იურისდიქციასაც, რაც აფხაზეთის და ცხინვალის ქართულ ეპარქიებზე გააჩნია (თუმცა რუსეთის პატრიარქი ოფიციალურად არასდროს იხსენიებს საქართველოს პატრიარქს ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად), ანუ რუსეთის ეკლესია გვემუქრება, რომ სავარაუდოდ აღიარებს იმ პოლიტიკურად არღიარებული “სახელმწიფოების” ეკლესიურ დამოუკიდებლობას. თუ ჩვენ დავემორჩილებით ამ შანტაჟს, ამით ოკუპანტს ვუდასტურებთ, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია ძალზედ ეფექტური ბერკეტებია მათ ხელში საქართველოს წინააღმდეგ და მძლავრი იარაღია ჩვენი ქვეყნის თავისუფალი ნების დასათრგუნად. ამ შანტაჟის მორჩილებით ოკუპანტს და მის ეკლესიას დავარწმუნებთ, რომ მან არასდროს უნდა დათმოს ეს რეგიონები თუ საქართველოზე გავლენის შენარჩუნება უნდა. სწორედ ამ რეგიონების როდესმე დასაბრუნებლად ყოვლად აუცილებელია უკრაინის ეკლესიის აღიარება და მხარდაჭერა. აუცილებელია ვაჩვენოთ რუსეთს, რომ სიმართლის წინააღმდეგ შანტაჟს არ ემორჩილება საქართველოს სახელმწიფო და მისი ეკლესია.
საქართველოს ერის და ბერის მიერ უკრაინის ეკლესიის უპირობო მხარდაჭერა იქნება სამართლიანობის და გაბედულების ბრწყინვალე მაგალითი მოსახლეობისთვის და უდიდეს სიკეთს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. ესაა ერთადერთი სწორი პოზიცია.” – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005