BABAJANA

წყარო: tabula.ge, 06 დეკ 2018, ნახვები: 786, კომენტარი: 2
ruseTi safrangeTs mouwodebs aqciebze g
photo © tabula.ge  
ოფიციალური მოსკოვი საფრანგეთს მოუწოდებს საპროტესტო აქციების წინააღმდეგ გადამეტებული ძალა არ გამოიყენოს და უზრუნველყოს იმ ჟურნალისტების უსაფრთხოება, ვინც მიტინგებს აშუქებენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ისაუბრა.
"მოვუწოდებთ ოფიციალურ პარიზს თავი შეიკავოს ძალის გადამეტებული გამოყენებისაგან, არ გამოიყენოს ძალა ჟურნალისტების მიმართ და არ დაავიწყდეთ გამოხატვის თავისუფლების პატივისცემის ნორმები, რაზეც ხელი აქვთ მოწერილი და, რა თქმა უნდა, იხელმძღვანელოს საყოველთაოდ მიღებული ჰუმანიზმის პრიცნიპებით. ამასთანავე მოვითხოვთ პარიზისაგან შეუქმნან ჟურნალისტებს უსაფრთხოდ მუშაობის პირობები. ჟურნალისტები არ უნდა იქცნენ პოლიციისათვის ხელის შემშლელად. სწორედ ამას გვასწავლიდნენ რეგულარულად კოლეგები საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან." თქვა მან.
ზახაროვამ თქვა, რომ მისი ინფორმაციით აქციების გაშუქებისას დაშავდა რუსეთის სამთავრობო ტელეარხის, Russia Today-ს საფრანგეთის ბიუროს 8 თანამშრომელი, Russia Today International-ის ორი ჟურნალისტი და RUPTLY-ს ორი კორესპონდენტი.
შეგახსენებთ, რომ "ყვითელი ჟილეტების" აქციები საფრანგეთში სამი კვირის წინ დაიწყო. მომიტინგეები საწვავზე გადასახადების გაზრდას აპროტესტებდნენ, თუმცა შემდეგ ის ანტი-სამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მას შემდეგ დაპირისპირებების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. კვირას პარიზში აქციების დროს მომიტინგეებმა მანქანები დაწვეს და ცეცხლი წაუკიდეს ბანკებს და შენობებს. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 48 პოლიციელი. პოლიციის ინფორმაციით დააკავეს 378 ადამიანი, მათ შორის 33 არასრულწლოვანი. მას შემდეგ, რაც მომიტინგეებთან მოლაპარაკება ვერ შედგა, საფრანგეთის მთავრობამ საპროტესტო აქციების გამო საწვავზე გადასახადების ზრდის პროექტი ჯერ 6 თვით გადადო, შემდეგ კი 2019 წლის ბიუჯეტიდან ამოიღო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მასშტაბური აქციები რუსეთშიც გაიმართა. მოსახლეობა საპენსიო რეფორმას აპროტესტებდა. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მშვიდობიან მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. დააკავეს ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები. აქციები სამთავრობო ტელეარხებს არ გაუშუქებიათ, ხოლო დამოუკიდებელი ტელეარხები ამბობდნენ, რომ მათი ჟურნალისტები პოლიციელებმა სცემეს.
  • რეგისტრაცია: 26.11.2018
  • სტატუსი:  offline
^
მასწავლებლების ხელფასებიც ხომ არ შეამცირონ 3000 ევროდან 200 დოლარამდე ერთი ეგეც მოუწოდეთ აბა თქვენი ვსემაგუში ქვეყნის პედაგოგებს 200 აქვთ და რა პონტია wink
  • რეგისტრაცია: 28.01.2014
  • სტატუსი:  offline
^
ქოცების ერთი ერთზე გადმოღებული მართვის სტილი.
ყველაფერს ნაცებს აბრალებენ და თვითონ აკეთებენ და რო კითხო გონორით გეტყვის გირგვლიანის და მაჩალიკაშვილის შედარებ როგორ შეიძლებაო?! ნწუ ნწუ ნწუ გირგვლიანი რეჟიმმა მოკლაო და მაჩალიმაშვილი ტერორისტი იყოო. და ის მილიონი ფაქტი რასაც ქოცები ჩადიან თავისი კორუფციით და კლანური მაფიოზური მართველობით ხალხს უმტკიცებენ ჩვენ სისხლიან 6 წელს სად ხედავთო კანონიც კანონობსო სამაღთალიც ზეიმობსო... ზაზა სარალიძე ნაციაოო!!! და ომახიამანად, ვენების დასკდომამდე ყვირილით ისევ სისხლიან 9 წელს ყვირიან იმ განსხვავებით რომ ეხლა გაურჩევლად ვინ ვინ არია ნებისმიერ კრიტიკას და განსხვავებულ აზრს ნაცებათ ნათლავენ. მაგრამ ცოტახანში it will backfire them ბოლოს ხალხი მიხვდება რომ ნაცობა ცუდი კი არა კარგი პონტი ყოფილა და მერე მართლა ყველა თამამად გაერთიანდება ნაცებთან. რაც უკვე დაწყებულია და მივიღებთ ახალ ერთობას სულ სხვა მაშტაბით 'ძალა ერთობაშია'
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005