BABAJANA

წყარო: ipn.ge, 05 დეკ 2018, ნახვები: 208, კომენტარი: 1
salome zurabiSvili inauguraciaze - rac SeiZleba sada
photo © ipn.ge  
რაც შეიძლება სადა სცენარის მომხრე ვარ, რასაც მე ევროპულ ფორმად ვთვლი, - ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის სცენართან დაკავშირებით განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სავარაუდო სცენარების ვარიანტებს დღეს ან ხვალ გაეცნობა. რაც შეეხება ცერემონიაზე დამსწრე სტუმრებს, სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ინაუგურაციაზე ქალთა წარმომადგენლობა იმ ფაქტის შესატყვისი იქნება, რომ საქართველოში ქალი პრეზიდენტი აირჩიეს.
"ინაუგურაციის მოსამზადებელ სამუშაოებზე კომისიაა პასუხისმგებელი. კომისიაში შედის ყველა ის უწყება, რომელიც დაკავშირებულია ინაუგურაციასთან. ალბათ, დღეიდან დაიწყება სცენარებზე მუშაობა. დღეს ან ხვალ უნდა გამაცნონ სცენარების რა ვარიანტებია. რაც შეიძლება სადა სცენარის მომხრე ვარ, რასაც მე ევროპულ ფორმად ვთვლი. მე მგონი, საკმაოდ ბევრი სტუმარი იქნება. ერთი მხრივ, იქნებიან ის სტუმრები, რომლებიც პროტოკოლით არიან გათვალისწინებული. საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლი მოსაწვევს აგზავნის ყველა იმ ქვეყნის პირველ პირთან, ვინც ჩვენი პარტნიორია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ჩამოვა. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს ამისთვის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ თუნდაც ქალთა წარმომადგენლობა შესატყვისი იქნება იმ ფაქტის, რომ საქართველოში აირჩიეს ქალი პრეზიდენტი. მეც მეყოლება ჩემი პირადი სტუმრები იმ კონტაქტებიდან, რაც უცხოეთში გამაჩნია,"- განაცხადა ზურაბიშვილმა.
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
ამ ქალის ბაირამობას უნდა უყუროს ხალხმა 5 ან 10 წელიწადი!?
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005