BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 04 დეკ 2018, ნახვები: 895, კომენტარი: 1
"yvelas minus biZina ivaniSvili," - gaerTianebuli o
photo © rustavi2.ge  
კონსულტაციების პირველი რაუნდი პარტნიორ პარტიებთან - გაერთიანებული ოპოზიცია "ევროპულ საქართველოსა" და რამდენიმე არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს "ლეიბორისტების" ოფისში იკრიბება. სავარაუდოდ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდება როდის შეიტანენ იურისტები საქალაქო სასამართლოში 28 ნოემბრის არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით სარჩელს. ოპოზიცია ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას მისი მოთხოვნების გათვალისწინება მოუწევს.
"რაც არ უნდა იუაროს უმრავლესობამ და "ქართულმა ოცნებამ," მაინც მოუწევს ამ დათმობებზე წამოსვლა, უფრო სწორად ვაიძულებთ, რომ წამოვიდეს ამ დათმობებზე. იმიტომ კი არა, რომ ეს ოპოზიციის მოთხოვნა არის, იმიტომ რომ ეს არის საზოგადოების მოთხოვნა, ეს არის იმ ასი ათასობით ადამიანის მოთხოვნა, რომელმაც არჩევნებში "არა" უთხრა "ქართულ ოცნებას,"-აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, წევრი, ზაალ უდუმაშვილი. საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტური ტოტალურად გააყალბა. მისი თქმით, ოპოზიციამ მაქსიმალური კონსოლიდაცია უნდა მოახერხოს.
"მარტივად დავარქმევ ამას ფორმულას იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა 2018 წლის 28 ნოემბერს ქართველ ხალხს თავზე გადაახია არჩევნები, ბიულეტენები, ხვდებით ხომ? უნდა შევცვალოთ ეს რეალობა,"- აცხადებს ქარდავა. ოპოზიციის ერთიანობის აუცილებლობაზე საუბრობს ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე
პაატა დავითაიაც. მისი თქმით, სწორედ ერთიანი პოზიცია იქნება ხელისუფლებასთან ბრძოლის მთავარი ბერკეტი.
"ძალიან მნიშვნელოვანია რომ ოპოზიციის სპექტრი იყოს ერთიანი ამ სიტუაციაში იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთხელ იქნება გამოყენებული ბერკეტად ხელისუფლების წინააღმდეგ,"-აცხადებს პაატა დავითაია.
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
პირველ ტურში ყველა დიდ ქალაქში გაიმარჯვა ვაშაძემ.
მეორე ტურში ყველა დიდ ქალაქში გაიმარჯვა ზურაბიშვილმა.
სოციუმის ასეთი მეტამორფოზა ასეთ მოკლე დროში პრაქტიკულად შეუძლებელია.

პირველ ტურში ოცნებამ გამოიყენა მოსყიდვა და შანტაჟი, მაგრამ აქცენტი გადატანილი იყო მოსყიდვაზე. სოფლებში ადვილად მოისყიდეს ხალხი, ქალაქებში კი ვერ შეძლეს. მეორე ტურში აქცენტი გადაიტანეს შანტაჟზე. ამისათვის მოახდინეს ქურდების მობილიზაცია. ქურდები ჩამოიყვანეს სხვა ქვეყნებიდანაც. ტერორის გზით დააშინეს ხალხი. რა თქმა უნდა იყო აგრეთვე მოსყიდვაც და გაყალბებაც, მაგრამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ტერორმა. იქ, სადაც ვერ მიწვდნენ ქართველებს და ვერ დააშინეს (საზღვარგარეთ), ვაშაძემ გაიმარჯვა დიდი უპირატესობით.

ცნობილია, რომ კრიმინალისა და მთავრობის გაერთიანებას ეწოდება მაფია. საქართველო ბოლო წლებში გახდა კლასიკური მაფიოზური ქვეყანა, ისეთი, როგორებიც არის აფრიკაში და სამხრეთ ამერიკაში: ნიკარაგუა, ვენესუელა, ბოლივია, ზიმბაბვე და სხვა. ამ ქვეყნებში ხდება აგრეთვე ნარკოტიკების წარმოება, რაშიც მათ მალე საქართველოც დაემსგავსება. ეს თავისთავად გასაკვირი არ არის. გასაკვირია ის, რომ ქოცებს ეს უხარიათ. გასაკვირია აგრეთვე ის, რომ ქართველი ერი - ძველი კულტურის ერი - ასე მკვეთრად არის დაყოფილი კულტურული თვალსაზრისით.

საქართველოში ვისაც არ შევეკითხეთ, ყველა შეწუხებულია ამ არჩევნებით. განსაკუთრებით წესიერი და ნიჭიერი ახალგაზრდობა, რომლებიც ვერ ხედავენ თავიანთ მომავალს ივანიშვილის საქართველოში. შეწუხებული არიან აგრეთვე საზღვარგარეთ მომუშავე ქართველები, რომლებიც ფულს უგზავნიან თავის ახლობლებს. ეშინიათ, რომ კრიმინალები დააყაჩაღებენ მათ. მხოლოდ ერთმა ნაცნობმა თქვა, რომ არ ეშინია, რადგან მისი ბიძაშვილი ქურდია და მათ ხელს ვერავინ ახლებს.

"ოცნების პარტიამ" გაიმარჯვა ქურდების დახმარებით და, ამიტომ, დავალებულია ქურდებისაგან. ქურდები იმოქმედებენ უფრო თავისუფლად. ხალხი დარწმუნებულია, რომ თუ მოხდა მკვლელობა, არავინ გამოიძიებს. ასეთ პირობებში სიცოცხლეს ფასი ეკარგება. საქართველო ხდება ნაკლებად მიმზიდველი, როგორც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005