BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 04 დეკ 2018, ნახვები: 1766, კომენტარი: 2
„me ara var eqstremisti, maraToneli var“ - nika rurua 50
photo © rustavi2.ge  
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურუა, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. საქართველოს რეფორმატორი ხელისუფლების მინისტრთა კაბინეტში არ იყო რომელიმე სხვა მინისტრი, რომლის პოსტზე დანიშვნასაც ასეთი არაერთმნიშვნელოვანი რეაქცია მოჰყვა. პირველი იმიტომ, რომ არ არსებობდა მათ შორის კაცი, რომლის წარსულს 80-90-იანი წლებში უფრო მეტი ლეგენდა არსებობდა.
აფხაზეთში მოხალისედ წასულმა ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლისთვის ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით მიიღო.
რურუამ ამერიკაში სამართალმცოდნეობის სკოლის დასრულების შემდეგ 2001 წელს იურისპრუდენციის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიიღო, მინისტრობამდე კი პარლამენტში თავდაცვის კომიტეტში მუშაობდა. ერთადერთი, რითაც მას კულტურის სფეროს უკავშირებდნენ, მისი ოჯახი იყო, კერძოდ კი მამა, ცნობილი მხატვარი, ვახტანგ რურუა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ მისი პირველი პროფესია ტელერეჟისურა იყო. ნიკა რურუას ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ რურუების ბიბლიოთეკა საგრძნობლად გამდიდრდა. მაშინდელ საბაჟოზე 27 ყუთი წიგნების შემოსატანად ქრთამი 300 ლარი მოსთხოვეს. ნიკა რურუას თბილისში როგორც მელომანს იცნობდნენ. ბავშვობაში მიღებულმა რამდენიმეწლიანმა მუსიკალურმა განათლებამ ის ერთგვარ ექსპერტ-მსმენელად ჩამოაყალიბა და რამდენიმე ინსტრუმენტის ფლობის საფუძველი მისცა.
ნიკა რურუას ხელმძღვანელობით მშობლიურ მიწას დაუბრუნდა ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი. ის იყო ოკუპაციის მუზეუმის იდეის ერთ-ერთი ავტორი. მუზეუმის ექსპონატებს შორის რამდენიმე მისი პირადი კოლექციიდანაც იყო. ნიკა რურუას დროს დაფუძნდა არაერთი საერთაშორისო მუსიკალური თუ თეატრალური ფესტივალი საქართველოში. ნიკა რურუა თავის გუნდის ბევრი წევრისგან პროფესიული ტემპერამენტითაც და მართვის სტილისგათაც განსხვავდებოდა.
საქართველოს წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსი სწორედ მისი მრავალწლიანი მცდელობის შედეგად მოიპოვა, მაგრამ პროექტის ავტორი მსოფლიოს ყველაზე დიდი ლიტერატურულ ფორუმზე ქართულმა მხარემ არ მიიწვია, მიიწვიეს გერმანელებმა, რომლებსაც ის დიდხანს არ დაავიწყდებათ.
ბექა გოჩიაშვილის ჯულიარდში სწავლა და სხვა ნიჭიერი სტუდენტების უცხოეთში განათლება იყო ის, რაში ინვესტირებაც სახელმწიფოს მხრიდან უდანაკარგოდ მიაჩნდა, რადაც ღირდა მისთვის ძალაუფლება, რომელსაც ოქსიმორონს უწოდებდა. როგორც მწვანე აქტივისტი რგავდა ხეებს თავის უბანში, როგორც ახალი წიგნების ავტორი მასპინძლობდა სტუმრებს პრეზენტაციებზე. ნიკა რურუამ მთაწმინდა, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა კარდაკარ შემოიარა და 2016-შიც უთანასწორო ბრძოლა ახალარჩეულ პრეზიდენტთან წააგო.
ბოლო წლების პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად ის სხვა მრავალი ინტელექტუალი კოლეგისგან განსხვავებით ერთხელ არჩეული გუნდის წევრად და იმ პრინციპის ერთგულად დარჩა, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილმა ჩვენი დროის მამულიშვილების 10 მცნებაში ჩაწერა.
  • რეგისტრაცია: 13.02.2016
  • სტატუსი:  offline
^
ღმერთო, აცხონე მისი სული.დამწყდა გული. ნამდვილი ჯენტლმენი იყო. განათლებული, პატიოსანი და პატრიოტი ადამიანი
  • რეგისტრაცია: 21.07.2018
  • სტატუსი:  offline
^
ნათელში ამყოფოს მისი სული უფალმა.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005