BABAJANA

წყარო: ipn.ge, 09 ნოე 2018, ნახვები: 852, კომენტარი: 1
gia xuxaSvili - axali politikuri centris Seqmn
photo © ipn.ge  
აუცილებლად შეიქმნება ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი და მე ამას ყველანაირად ხელს შევუწყობ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, ამ დროის პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ქვეყანაში სხვა ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნის აუცილებლობა დგას დღის წესრიგში და ის უახლოეს მომავალში შეიქმნება. როგორც ხუხაშვილმა განმარტა, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნაში თავად აქტიურად მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკაში მიდის. მისი თქმით, მისი ინტერესი რამე თანამდებობის დაკავება არ არის.
"მე ვთქვი, რომ არის ვითარება, როდესაც ორი, ფაქტობრივად, ნდობადაკარგული პოლიტიკური ძალის თამაშის მძევალია მთელი ქართული საზოგადოება და მოთხოვნილება ძალიან მაღალია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრების. ეს სახელმწიფოებრივი და სასიცოცხლო ამოცანა ხდება. ასეთი ცენტრის ფორმირებაში სამომავლოდ, ალბათ მეც მომიწევს მონაწილეობის მიღება. ასეთი პოლიტიკური ცენტრი კი აუცილებლად უნდა შეიქმნას. უბრალოდ, ჩვენს ქვეყანას სხვა გზა არ აქვს. ამ ორი ძალის მძევლობა უკვე, სახელმწიფოებრივად ძალიან სახიფათო ხდება.
აუცილებლად შეიქმნება ახალი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი. ასეთი ცენტრების შექმნა სასცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მე ამას ყველანაირად შევუწყობ ხელს. ეს არის განაცხადი. რა, როდის იქნება, რა ფორმით იქნება და ვინ იქნება, ვფიქრობ, ამაზე საუბარი ადრეა. მე პოლიტიკაში არ მივდივარ, უბრალოდ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას ხელს შევუწყობ, თუმცა რა ფორმით შევუწყობ, ამაზე ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ. ამას მომავალი აჩვენებს. მარტივად ვიტყვი, მე პოლიტიკურ პარტიას არ ვქმნი. რაღაც პროცესები დაიწყება და მე ამ პროცესებს მივეხმარები, ვინიდან ეს აუცილებელია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
loading...
  • რეგისტრაცია: 24.02.2014
  • სტატუსი:  offline
^
Бидзинас проекти-Инашвили2👺😳🗣🗣
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005