BABAJANA

წყარო: ipn.ge, 09 ნოე 2018, ნახვები: 420, კომენტარი: 0
eqsperti irakli berZenaZe - erovnulma bankm
photo © ipn.ge  
ეროვნული ბანკი აგონიაშია, მან გადადგა ძალიან ცუდი ნაბიჯი, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კურსის სტაბილიზაციასთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა, ირაკლი ბერძენაძემ განუცხადა. ის გამოეხმაურა სებ-ის მიერ 10 მლნ აშშ დოლარის ყიდვას და აღნიშნა, რომ ლარის ასეთი გაუფასურების ფონზე, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება არასწორია.
"ეროვნული ბანკი უკვე აშკარად ეკონომიკის მუხრუჭია, რადგან როცა ვალუტა ასე სერიოზულად უფასურდება ქვეყანაში, იმის ნაცვლად, რომ ეროვნულმა ბანკმა მიაწოდოს დოლარი ქვეყანას, ის გამოდის და დგამს ისეთ ნაბიჯს, რაც კიდევ უფრო გააუფასურებს ვალუტას. ერთი მხრივ, მესმის ეროვნული ბანკის იმ კუთხით, რომ მან უნდა უზრუნველყოს რეზერვის დაცულობა, რადგან ქვეყანას აქვს საგარეო ვალდებულებები, კრედიტორები სთხოვენ, რომ ჰქონდეს რეზერვი, მაგრამ მეორე მომენტია, რომ როცა კურსი არის 2.78 და ამ დროს ეროვნული ბანკი აცლის ეკონომიკას 10 მილიონ დოლარს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, ეს სწორი გადაწყვეტილება არ არის. რეალურად, კურსს გამყარებისთვის არ სჭირდება 100 მილიონი, სულ რაღაც 25 მილიონია საკმარისი. ეროვნული ბანკი არის აგონიაში და გადასულია მხოლოდ თავისი რეზერვების დაცულობაზე“, - განაცხადა ბერძენაძემ. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდია, რომ მთავრობა არის იმდენად დაბრმავებული, ან არაპროფესიონალი, რომ ამ ყველაფერს ვერ ან არ ხედავს.
"მოდის დეკემბერი, საახალწლო პერიოდი, როცა ფულადი რესურსების ხარჯვა გაცილებით იზრდება. აქ უკვე ვერც ინფლაციას დაიჭერენ და ვერც სავალუტო კურსს. ეროვნულმა ბანკმა გადადგა ძალიან ცუდი ნაბიჯი, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის კურსის სტაბილიზაციასთან და მაინტერესებს რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. აშკარაა, რომ ეროვნულ ბანკს სჭირდება მეტი დოლარის რეზერვი და უკვე ყველაფერზე მიდის. ეს უკვე არასწორი მეთოდია და ამით ქვეყანას ეკონომიკური უსაფრთხოების რისკი უდგება. ეროვნული ბანკი ცდილობს, რომ ინფლაციამ დაიწიოს, მაგრამ საერთო ჯამში ვერ ხვდება, რომ ეს ყველაფერი არის მოძველებული, გამოიწვევს უმართავ პროცესებს და იმოქმედებს ინფლაციაზეც“, - აღნიშნა ექსპერტმა.
loading...
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005