BABAJANA

წყარო: ipn.ge, 12 ოქტ 2018, ნახვები: 467, კომენტარი: 0
salome zurabiSvili - saubroben, rom qarTuli ena ar
photo © ipn.ge  
დღეს საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხაშურში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"ჩემზე ყველაფერს ამბობენ და იგონებენ. საუბრობენ, რომ ქართული ენა არ ვიცი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ ლავროვს ქართულად ველაპარაკე. მგონი, ჩემ გარდა, არც ერთ საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, არც მოლაპარაკებებზე და არც შეხვედრებზე ქართულად არ ულაპარაკიათ. შეიძლება, შეცდომით ვსაუბრობ ხოლმე, მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი ქართული უშეცდომოა, მათ შორის ჩემი შვილების მეტყველება, მაგრამ ძალიან ამაყი ვარ, რომ ისინი ქართულად საუბრობენ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, ოპონენტები აბრალებენ, რომ არის რასისტი, ქსენოფობი და ეს ყველაფერი კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებს ეფუძნება.
"მეორე რასაც ეხებიან, არის პატრიოტიზმი, ის ყველაფერი, რითაც მოვდივარ ემიგრაციიდან. თურმე ვარ რუსეთის აგენტი, პრორუსი და ა.შ. ეხებიან ჩემი სარწმუნოების საკითხს, თურმე არ ვარ მართლმადიდებელი და ვარ კათოლიკე, მართლმადიდებლობაა ჩემი სარწმუნოება, მაგრამ, რატომ არის ეს ლანძღვის საგანი, არ ვიცი. ეჭვქვეშ აყენებენ ჩემს ტოლერანტობას, ირწმუნებიან, რომ ვარ რასისტი, ქსენოფობი, ეს ყველაფერი კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებს ეფუძნება. რამდენიმე დღის წინ თბილისში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელებიც მოსახლეობას ეცნობიან, როგორც სალომე ზურაბიშვილის აგიტატორები და მათ უსვამენ კითხვებს: რა მოგიტანათ ევროკავშირმა ან ნატო-მ? ხალხს კი უკვირს ეს და ასკვნის, რომ მე პროევროპელი და პროდასავლელი არ ვყოფილვარ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
loading...
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005