BABAJANA

წყარო: timer.ge, 11 ოქტ 2018, ნახვები: 1318, კომენტარი: 0
nika CitaZe: erTi saintereso istoria sa
photo © timer.ge  
ყველას მოგეხსენებათ, რომ 2009 წლის 9 აპრილიდან ოპოზიციამ თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო მიტინგების ჩატარება დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი გახლდათ აღნიშნული აქციების ერთ-ერთი ლიდერი. ყველას გვახსოვს რომ რუსთაველის გამზირი დაახლოებით სამი თვის განმავლობაში იყო გადაკეთილი. მაშინდელი ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილის თამადობით მოსახლეობას მოუწოდებდა მოსულიყვნენ აქციებზე, აგრეთვე ოპოზიციის ლიდერები ქედმაღლურად აცხადებდნენ, რომ საბოლოო ჯამში 9 აპრილს აგორებული საპროტესტო მოძრაობა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყენებით დასრულდებოდა !!! თუმცა, სამი თვის შემდეგ, როდესაც ოპოზიციამ ვერც ვერაფერი ვერ მოახერხა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა იმის შესახებ, რომ იმდროინდელი ოპოზიციის წევრებს შეეძლოთ ხელისუფლების კრიტიკის ნაცვლად შესაბამისი თანამდებობები დაეკავებინათ. კერძოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გამოხატა მზადყოფნა, რომ იგი პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებს შესაბამის სამინისტროებში მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას სთავაზობდა. ამ განცხადების შემდეგ, მეორე დღეს თავისი მომხრეების წინაშე სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა, რომელმაც გამოხატა მზადყოფნა დაეკავებინა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა !!! ანუ ეს ქალბატონი მზად იყო გამხდარიყო მისი უშუალო და პირდაპირი პოლიტიკური ოპონენტის ხელისუფლების წევრი!!! ანუ, ეს ქალბატონი მზად იყო ყველაფრისთვის, მას არც აინტერესებდა თავისი მომხრეების ბედი (რომლებიც სამი თვის განმავლობაში პარლამენტის წინ ოპოზიციის ლიდერების მოწოდებებს უსმენდნენ), ოღონდ თანამდებობობა დაეკავებინა!!! ანუ ისმის კითხვა, თუ წინა ხელისუფლება იყო ესეთი სისხლიანი, ავტორიტარული და ა.შ. რატომ დათანხმდა ქალბატონი სალომე იმ ხელისუფლებაში თანამდებობის დაკავებას? ანუ მისთვის მთავარი ნებისმიერ შემთხვევაში რბილ სავარძელში მოკალათებაა და არა რაიმე პოლიტიკური მრწამსის არსებობა-წერს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
loading...
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005