BABAJANA

წყარო: tabula.ge, 11 ოქტ 2018, ნახვები: 1044, კომენტარი: 0
konstantinopolma ukraineliierarqebi da m
photo © tabula.ge  
კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაური - პატრიარქი ფილარეტი და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური - მაკარ მალეტიჩი, ისევე როგორც ამ ორი, ამ დრომდე არაკანონიკურად მიჩნეული ეკლესიის მრევლი ეკლესიასთან სრულ თანაზიარებაში აღადგინა. კონსტანტინოპოლის სინოდმა განაცხადა, რომ მას აქვს უფლება მიიღოს აპელაციები ნებისმიერი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისგან და თქვას გადამწყვეტი სიტყვა. მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესი გაგრძელდება. ავტოკეფალიის მინიჭების გზაზე მნიშვნელოვანი იყო სქიზმატურად მიჩნეული ეკლესიათა მეთაურებისთვის კანონიკური სტატუსის დაბრუნება და მათი თანაზიარებაში დაბრუნება. კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამ ეტაპზე აღადგინა კიევში საკუთარი სტავროპიგია. სინოდის გადაწყვეტილებით, გაუქმდა 1686 წლის სინოდალური წერილი, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს გადასცემდა უფლებას დაენიშნა კიევის მიტროპოლიტი.
თუ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების გადაწყვეტილებას მიიღებს, ნავარაუდებია, რომ შედგება "გამაერთიანებელი კრება", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკვე კანონიკურ სტატუსში აღდგენილი იერარქების წარმომადგენლები - "უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - კიევის საპატრიარქო" და "უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია", ასევე, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ის იერარქები, რომლებიც ემხრობიან ავტოკეფალიის მინიჭებას. სწორედ ახლადშექმნილ საეკლესიო სისტემას გადაეცემა ავტოკეფალიის ტომოსი.
loading...
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005