BABAJANA

წყარო: radiotavisupleba.ge, 11 ოქტ 2018, ნახვები: 589, კომენტარი: 0
siRnaRis meria da samSeneblo kompan
photo © radiotavisupleba.ge  
სიღნაღის ისტორიული გალავნის ნაწილის შელესვისა და შეღებვის გამო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სიღნაღის მერია და სამუშაოების მწარმოებელი კომპანია მპს „ინსტალ +“ 12-12 ათასი ლარით დააჯარიმა. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბექა ბარამიძემ გვითხრა, ჯარიმის დაკისრების გარდა, სიღნაღის მერიას დაევალა მოამზადოს სარეაბილიტაციო პროექტი, რომელიც მათთან იქნება შეთანხმებული და რომლითაც 6 თვის ვადაში დაზიანებული მონაკვეთები უნდა აღდგეს:
"განსაზღვრულია 12-12-ათასლარიანი ჯარიმები როგორც მერიისთვის, ასევე კომპანიისთვის. ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ როგორც ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის ძეგლზე განხორციელებულ არასათანადო ქმედებებს და, შესაბამისად, ამის მიხედვით განვსაზღვრეთ ჯარიმის მოცულობა. ამავდროულად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას დავავალეთ, რომ მოამზადოს სპეციალური სარეაბილიტაციო პროექტი, რომელიც ჩვენთან შეთანხმდება და 6-თვიანი ვადა განისაზღვრება იმისათვის, რომ დაზიანებულ სეგმენტზე სარესტავრაციო პროცესი სრულად განხორციელდეს“.
უკვე რამდენიმე დღეა, სიღნაღის ისტორიული გალავანი შელესილი და შეღებილია. სიღნაღის მერის მოადგილე მადონა ბატიაშვილი ამბობს, რომ ქალაქის მერიის დაკვეთით სიღნაღში დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და პროექტის მიხედვით, სამშენებლო კომპანია სიღნაღის ისტორიულ გალავანს არ უნდა შეხებოდა. ამიტომ რეაბილიტაციის პროექტი მათ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან არ შეუთანხმებიათ. ბატიაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა მერიამ თავისივე საინჟინრო-მონიტორინგის ჯგუფი დააჯარიმოს, რომელსაც სამშენებლო ობიექტის ზედამხედველობა ევალებოდა და პრობლემა დროულად ვერ აღმოაჩინეს.
"რეაბილიტაცია უტარდებოდა დენდროლოგიურ პარკს და შესასვლელ კიბეს, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიბმული. შესაბამისად, ჩვენ ძეგლს გარედან არ ვეხებოდით. შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არ გვქონდა შეთანხმება. შეეშალათ თუ როგორ იყო, არ ვიცი. მაგას ახლა ჩვენი სამსახურები სწავლობენ. მერიის მონიტორინგის ჯგუფს, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას, ეს არ უნდა გამოჰპარვოდა. ჩვენ ჩვენს უფლებას გამოვიყენებთ ზედამხედველობის ჯგუფის მიმართ, რომელიც ხელშეკრულებით რეგულირდება“.
სიღნაღის დენდროლოგიურ პარკში, ორ თვეზე მეტია, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც კომპანია "ინსტალ +“ მერიის დაკვეთით ატარებს. ჩვენ დავუკავშირდით ნიკა პიტურიშვილს, კომპანიის წარმომადგენელს, იმის გასარკვევად, მიიღეს თუ არა მათ თვითნებური გადაწყვეტილება, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე გალავანზე შეღებვითი და შელესვითი სამუშაოები დაიწყეს. შეკითხვამ პიტურიშვილი გააღიზიანა, თუმცა თქვა, რომ „აკეთებენ იმას, რაც პროექტში იყო ჩადებული“. ნიკა პიტურიშვილმა ისიც გვითხრა, რომ გალავანი შელესილი ადრევე იყო და მათ მხოლოს შეღებეს:
"გალავანი იყო შელესილი, ჩვენ მხოლოდ შევღებეთ. დენდროლოგიურ პარკში შედის გალავანიც და ამიტომ ჩატარდა სამუშაოები. მე კი არ მეხალისება ზედმეტი საქმე ვაკეთო. რა აჟიოტაჟი გამოიწვია ამ გალავნის გაკეთებამ, გაუგებარია. კულტურული მემკვიდრეობა რომ იყო, ახლა გაგახსენდათ?“
სიღნაღში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე გალავნის პირვანდელი იერსახის დამახინჯების გამო, ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობენ ისტორიკოსები. ერთ-ერთი მათგანი, აკაკი მჭედლიშვილი, ამბობს, რომ ვიდრე დანაშაულის ჩადენისთვის შესაბამისი პირები სათანადოდ არ დაისჯებიან, ასეთი შემთხვევები კიდევ განმეორდება. სიღნაღში ორი თვის წინ დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 257 ათას ლარზე მეტია, ამჟამად შეჩერებულია
loading...
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005