BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 11 ოქტ 2018, ნახვები: 1279, კომენტარი: 2
saakaSvili - Canawerebi adasturebs rom 2012 w
photo © rustavi2.ge  
ახალ ფარულ ჩანაწერებს, საიდანაც ირკვევა, როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას, მესამე პრეზიდენტი ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ 2012 წლის არჩევნები იყო რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი დასაყრდენი ვანო ჩხარტიშვილი იყო.
"არაა დაფარული, რომ არა გაცხადდეს - ჩხარტიშვილი ჩემი პრეზიდენტობის დასაწყისში შეეცადა ბიზნესის დარეკეტებას, მაგრამ არ გამოუვიდა, ეს ანაბრების ქურდი და შევარდნაძის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი. გაიქცა ინგლისში და შემდეგ იყო ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ივანიშვილის 2012 წლის საარჩევნო კამპანიის.
ახლა ყველაფერი ნათელი ხდება ივანიშვილის არჩევნები იყო ერთი დიდი რუსული სპეცოპერაცია თავის ჩანაწერებით,თავის შესრულებით, თავის პროპაგანდით, თავის ფულით და ყველაფრით. მოკლედ, შეგვისრულეს რუსებმა. მერე ივანიშვილმა ერს დაუფასა. ჩხარტიშვილი დააბრუნეს და მისცეს უამრავი ქონება მიწები საწარმოები ბიუჯეტისა და სხვა ბიზნესმენების ხარჯზე, ქართველი ხალხის საკუთრების ხარჯზე.
ახლა ჩვენ გვიტარებენ მეორე რუსულ სპეცოპერაციას სალომე ზურაბიშვილის სახით, სადაც ასევე ძალიან აქტიურია ჩხარტიშვილი, რომელიც გახდა, ფარცხალაძესთან ერთად და უჩასთან ერთად ივანიშვილის მთავარი რეკეტიორი და ახლა უკვე საბოლოოდ უნდა მოამთავრონ ქართული სახელმწიფო. ის შეცდომები, რომელიც ჩვენ დავუშვით 2012 წელს ქართველმა ხალხმა აღარ უნდა გაიმეოროს და აღარ უნდა გაამარჯვებინოს ჩხარტიშვილებს, უჩებს, შმაგებს, სალომე ზურაბიშვილებს და რაც მთავარია ივანიშვილს და მის პატრონებს რუსეთში.
საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავის ღირსება, საქართველო ვეღარ უნდა დაამცირონ, ვეღარ უნდა მოატყუონ, ვეღარ უნდა ჩაკლან ის სიღარიბეში. ჩვენ ამ სიღარიბიდან ამოვალთ აუცილებლად, ჩვენ ვიქნებით. სწრაფად განვითარებადი ქვეყანა დემოკრატიული მექანიზმებით,პირდაპირი დემოკრატიით, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით,ხალხის თანასწორობით და ხალხის ინტერესებში მოქმედი ხელისუფლებით, ესენი აორთქლდებიან, როგორც შარშანდელი თოვლი“- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
loading...
  • რეგისტრაცია: 24.11.2012
  • სტატუსი:  offline
^
ფიცი მწამს მაგრამ ხომ ვნახეთ რისი მაქნისიც ხარ, კიდევ შენ რატომ უნდა აგირჩიოთ გააჯვი რა მიშიკო
  • რეგისტრაცია: 28.01.2014
  • სტატუსი:  offline
^
ტურბო ჩამოწერე ალალი სია ერთი ნაცების მეორექოცების და ჩამოწერე ვინ რა გააკეთეს კარგი და რა გააკეთეს ცუდი ორივე პარტიამ და მერე ნახავ ვინ უნდა გააჯვას
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005