BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 11 ოქტ 2018, ნახვები: 246, კომენტარი: 0
„biZinas xelis biznesmenebi maqsimalu
photo © rustavi2.ge  
„ბიძინას ხელის ბიზნესმენები მაქსიმალურად ცდილობენ რუსეთთან დაახლოებას,“- ასე აფასებს არასაპარლამენტო ოპოზიცია „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გასაჯაროებულ ახალ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს, საიდანაც ირკვევა, თუ როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები რუსეთთან დაახლოებას ცდილობენ.
"ყველაზე საშინელი ამ ჩანაწერებში არის ის, რომ ბიძინას ხელის ბიზნესმენები მაქსიმალურად ცდილობენ რუსეთთან დაახლოებას. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, რა მოლაპარაკებები აქვთ. იმედიც კი არ გვაქვს, რომ ამ მოლაპარაკებებში მონაწილე ადამიანები ერთ დღეს ოქრუაშვილივით გაასაჯაროებენ დღეს არსებულ ვითარებას მომავალში. სამწუხარო ეს არის და საშიშიც სწორედ ეს არის. ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით რეაქცია არ აქვს,“- განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ. არასაპარლამენტო ოპოზიცია სკანდალურ საკითხზე უსწრაფეს და ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს.
მივმართავ პოლიტიკურ პროკურატურას, რომ ყიფიანის მაგვარი ზღაპრები ამ საქმეში უბრალოდ წარმოუდგენელია. არ აქვს მნიშვნელობა, ვის მოსწონდა წინა ხელისუფლება და არ მოსწონს ეს ხელისუფლება, აქ არის საქმე, რომ შესაძლოა, ქვეყანაში არსებობდნენ პირები, რომლებიც მტერ სახელმწიფოსთან თანამშრომლობენ და გეგმავენ ხელისუფლების დამხობას. აქედან გამომდინარე, საჭიროა, აუცილებელია ამ საკითხებზე უსწრაფესი რეაგირება,“- განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ლევან სამუშიამ.
loading...
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005