BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 10 ოქტ 2018, ნახვები: 3010, კომენტარი: 4
"kurierma" skandaluri Canaweri moi
photo © rustavi2.ge  
ჩაშლილი შეხვედრა ვლადიმერ პუტინთან და საქართველოში ხელისუფლების შეცვლის გეგმის განხილვა - "კურიერმა" ახალი სკანდალური ჩანაწერები მოიპოვა, რომლებშიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი თავად ყვება, როგორ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს სერგეი ნარიშკინს, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა სთხოვა. ჩანაწერებით დასტურდება, რომ ექსპრემიერის გარემოცვაში განსაკუთრებული გავლენების მქონე ჩხარტიშვილი ფარულ მოლაპარაკებებს მოსკოვთან ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მართავდა.
ახალ ჩანაწერში კვლავ "ომეგა ჯგუფის" სკანდალური საქმის ნაცნობი მონაწილეები საუბრობენ - ზაზა ოქუაშვილი, გიორგი ჩუბინიძე და ვანო ჩხარტიშვილი. ეს აუდიო ჩანაწერი, უკვე არა მხოლოდ ხელისუფლების ბიზნესზე ზეწოლას და პოლიტიკური ხარკის მოთხოვნას ადასტურებს. ჩანაწერიდან აშკარა ხდება, რომ "ქართული ოცნების" ლიდერის ახლო გარემოცვა წლებია მჭიდრო კავშირშია კრემლის ლიდერებთან და ამ კავშირებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლისთვისაც იყენებდა.
"ვანო ჩხარტიშვილი - მე მიშას დროს ჩასული რო ვიყავი ლონდონში შევხვდი ნარიშკინს, ნარიშკინი დიდი ფიგურა იყო რუსეთში, ადმინისტრაციის უფროსი იყო პუტინის, მერე პარლამენტის თავჯდომარე იყო და გერმანიაში შევხვდით რა, ხოდა შეგახვედრებო პუტინს მე მითხრა რა და მე უთხარი რა უნდა ვუთხრა მეთქი რაა, რამე თუ ისეთი არის რომელიც ვთქვათ რაღაცა, არ ვარ მეთქი მზად მეთქი შესახვედრად მეთქი და გაუკვირდა კაცს ნარიშკინს, პირველი კაცი ხარო, რომელმაც უარი თქვიო შეხვედრაზეო, მე ვუთხარი რა ის არის შევხვდე პუტინთან ჩამოართვი ხელი, რაღაცა, მე ვუთხარი თუ რამე ისეთი იქნა პირველ რიგში იქნება მიშა ჩამოგვაგდებინოთ მე ვუთხარი რაღაცა რავიცი თუ რამე არსებობს ეს ინსტრუმენტითქო მე ვუთხარი. ხოდა მე ვუთხარი აი რა შეიძლება, როგორ შეიძლება და ისე, მერე მოკლედ გაიარა მაგან ეს საკითხები იქა ლავროვთან იმასთან ამასთან და ვერაფერი ვერ შემოგვთავაზა, ვერაფერი ვერ თქვეს ისეთი რომ აქ ჩამოსულიყავი და გაგეყიდა მერე აქა რა რაღაც. მერე წავიდა პარლამენტის თავმჯდომარესთან.
სხვათა შორის ძალიან სერიოზული ტიპია რა ეხლა არის მაგი ბიძინას დაცვის უფროსი”.
ჩანაწერში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსზე, თუმცა დაბალი სმენადობის გამო ვერ მოხერხდა იმის დადგენა, თუ რა როლი ჰქონდა დაცვის უფროსს ამ მოლაპარაკების დროს. ფარულ ჩანაწერში ვანო ჩხარტიშვილი ამტკიცებს, რომ რუსეთთან ხელისუფლების პირდაპირი მოლაპარაკებებია საჭირო და მხოლოდ ოპოზიციის საშუალებით კრემლში გადაცემული გზავნილები არაეფექტურია. მისივე განცხადებით, რუსებთან უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ. ამავე ჩანაწერის ბოლოს არის ერთ მნიშვნელოვანი დეტალი, სადაც ვანო ჩხარტიშვილი საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის ურთიერთობაზე საუბრობს და მიანიშნეს, რომ ივანიშვილის გუნდის მოსკოვის გავლენის ქვეშ არის.
ზაზა ოქუაშვილი- ე.ი. სავსეა აჭარა რუსებით მარა ვეღარ გაარჩევ იქ ზოგი უკრაინაა ზოგი რუსი თან ეხლა რუსულ ლაპარაკს ისმენ რუსული, თურქული.
ვანო ჩხარტიშვილი- ხო არა მთავრობამ უნდა გააკეთოს რაღაცა არ ვიცი რაღაცა წაკუზულები არიან აი რაღაცა რავი აზრზე არა ვარ
ზაზა ოქუაშვილი - კმაყოფილია რუსეთი? ალბათ ნატო აღიზიანებთ ნატო ნატო
ვანო ჩხარტიშვილი - ნატო, არა იცის რო ვერ შევალთ, რუსეთი ეხლა ძალიან კომფორტშია ჩვენთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში კომფორტშია
ზაზა ოქუაშვილი - კომფორტშია."
ამ საუბარს სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი არ ესწრებოდა. შესაბამისად ეჭვქვეშ დგება ვერსია, რომელიც გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მან გამოძიებას მისცა. საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო მთავარმა პროკურატურამ ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმი დღეს გაასაჯაროვა. პროკურატურისთვის მიცემულ ინფორმაციაში ლევან ყიფიანი ამტკიცებს, რომ ჩანაწერები ზაზა ოქუაშვილმა დადგა.
loading...
  • რეგისტრაცია: 30.09.2016
  • სტატუსი: Ïîëüçîâàòåëü offline
^
აქ ახალი არაფერია, ის ხდება რაც ссср-ის დაშლის შემდეგ ხდება!!!
ღმერთმა ებრაელები 40 წელი ატარა ახეტიალა, რვიანები ახაზინა უდაბნოში, რომ ძველი თაობა დახოცილიყო და ახალი თაობა შეეყვანა ახთქმულ მიწაზე!!!
ჩვენ ჯერ ხეტიალის პროცესში ვართ და სანამ კომუნისტებში გამოწრთობილი ბებერი ჩეკისტები არ გაიჟუჟებიან ჩვენთანაც და რუსეთშიც სულ ეს ამბები იქნება, ისე რომ ნერვიულობას აზრი არ აქვს, ყველაფერს თავის დრო აქვს!!!
  • რეგისტრაცია: 30.10.2014
  • სტატუსი: Ïîëüçîâàòåëü offline
^
Ес набозари вано ро иванас прочши узасавебс, ори азри араа. Ес крисеби самшоблос исе гакидиан, укан Ğ°Ñ€ моихедавен. Хо Ğ´Ğ° амис шемдег картвели каци оцнебас, иванишвилс, каладзес ла киде бевр бозис швилебс хмас мисцемс, им картвелис оджахс гавтхаре!!!!
  • რეგისტრაცია: 23.04.2012
  • სტატუსი: Ïîëüçîâàòåëü offline
^
Kavkasieli შენ ახალგაზრდა ჩეკისტი ხარ თუ ბებერი? ისე სიმართლე რომ ვთქვათ,ბებერ ჩეკისტებზე უფრო ადრე,ნაბიჭვარ-ნაბოზარი ქოცები არიან დასაწყვეტები.ისევ და ისევ დემაგოგიითა და ლაქიობით ინუგეშებთ თავს.ღმერთმა ებრაელები 40 წელი კი ახეტიალა უდაბნოებში მარა,საქართველომ რა დააშავა 200 წელი რუსული ურდოს ჭაობში რომ გამოკეტა?საქართველო წლოვანებით ქრისტეს ტოლი ქვეყანაა.თუ ებრაელებმა 40 წლის განმავლობაში ნახეს გამოსავალი საქართველომ 200 წლის განმავლობაში რატომ ვერ ისწავლა ჭკუა? თუ ებრაელებმა ქრისტე ჯვარს აცვეს,ჩვენ რა,გამყიდველებისა და მოღალატეების განდევნის უფლება არ გვაქვს?
სანამ გინდათ ზღაპრებითა და ოცნებებით ცხოვრება?
  • რეგისტრაცია: 24.02.2014
  • სტატუსი: Ïîëüçîâàòåëü Îíëàéí
^
Детроит, шени коментарис шемдег, агарц ки вици, ту ромел таобас мивакутно чеми тави. гетанхмеби Ğ´Ğ° впикроб, ром мосес магалити гадачарбебули Ğ´Ğ° арасцори шедаребаа. Ахла беври тавс имит даимшвидебс, ром кидев ариан комунистебис дро гамовлили адамианеби Ğ´Ğ° ра вкнат, хом Ар давхоцавт? Давелодот, ром даихоцебиан, мере випикрот квекнис гадарченазе! Квелам ром тависи цили агури миитанос Ğ´Ğ° нормалури квекана авашенот-арао? Ахла укуре Григолиас гадацемас, ĞžÑ‚Ñ…Ğ¼ĞµĞ·ÑƒÑ€Ğ·Ğµ араперс виткви, маг богмис гундазе, маграм, ик ико ерти ахалгазрда сирико, рац имам идемагога, имас Ğ´Ğ° мистанебс рага укот? Хо Ğ´Ğ° егреа-200 целзе мети гавида Ğ´Ğ° квела таоба, абралебс мис цинаморбедс-ром ара исини, дгес квекана ам дгеши Ар икнебодао Ğ´Ğ° гамодис дагшули цре, ромлисганац гамосвла дзалиан дзнелиа. Ам 15 цлис цин Мишам гамоиквана Ğ´Ğ° дгемде агинебен, ратом гамогвикване-пунаши чвентвис тбилад виджекит, шен ки мохведи Ğ´Ğ° мкудроеба дагвиргвиео. Имдени ицуцунес, имдени тхарес, санам ес олигаркеби Ар гамотхарес, ромлебиц дедас убахебен Ğ´Ğ° ес убедуреба маинц Мишаскен ишверен Ñ…ĞµĞ»ÑğŸŒžğŸ”¥
Ïîëóæèğíûé დახრილი ტექსტი Ïîä÷åğêíóòûé òåêñò Çà÷åğêíóòûé òåêñò | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა Ïğåîáğàçîâàòü âûáğàííûé òåêñò èç òğàíñëèòåğàöèè â êèğèëëèöó Âñòàâêà ñïîéëåğà
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005