BABAJANA

წყარო: rustavi2.ge, 10 ოქტ 2018, ნახვები: 639, კომენტარი: 0
nika gvaramia - nebismieri ziani, romelic SeiZleba
photo © rustavi2.ge  
"ჟურნალისტები და ტელევიზიის თანამშრომლები დღეს არიან დაუცველები და ნებისმიერი ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეთ მათ, იქნება ხელისუფლების სინდისზე და ხელისუფლების პასუხისმგებლობა,“- ასე გამოეხმაურა „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტსა და ოპერატორზე განხორციელებულ თავდასხმას. ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მომხდარზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა. მან პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. ნიკა გვარამიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე დღს უნდა ატარებდეს საგანგებო ბრიფინგს და გმობდეს ძალადობას.
"დღეს განმეორდა ძალიან მძიმე გადაცდომა, რომელიც პირდაპირ შეიძლება დავაკვალიფიციროთ სისხლის სამართლის ორი მუხლით, 154-ე მუხლით, რომელიც ეხება ჟურნალისტურ საქმიანობის შეფერხებას და 126-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს ძალადობას. იგივე შემთხვევას ჰქონდა რამდენიმე დღის წინ ადგილი სამეგრელოში, როდესაც ჩხოროწყუს პოლიციის მაშინდელმა უფროსმა და მისმა ოჯახმა იძალადეს ეკა გაგუასა და ოპერატორ გიორგი კოხოძეზე და ამას ხელისუფლების მხრიდან გამოხმაურება არ ჰქონია. ხელისუფლება ვალდებულია ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტები დაიცვას. საქმეც კი არ დაწყებულა, ჟურნალისტებიც არ დაუკითხავთ... ხელისუფლება, რომელიც თავს ესხმის „რუსთავი 2-ს“ და მის ჟურნალისტებს, ახალისებს ამგვარ ქმედებებს ქვეყანაში. ჟურნალისტები და ტელევიზიის თანამშრომლები დღეს არიან დაუცველები და ნებისმიერი ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეთ მათ, იქნება ხელისუფლების სინდისზე და ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ისიც, რაც მოხდა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომელიც ახალისებს არაჯანსაღ და ძალადობრივ კლიმატს სახელმწიფოში,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ჟურნალისტ ეკა გაგუას და ოპერატორ ლევან კალანდიას, რომლებიც რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდნენ, ჩინეთის რკინიგზის 23 -ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
loading...
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005