BABAJANA

წყარო: ipn.ge, 10 ოქტ 2018, ნახვები: 759, კომენტარი: 3
yifiani - mas Semdeg, roca idea, momxda
photo © ipn.ge  
მას შემდეგ რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 11-ჯერ მოახდინა გადავადება და თანხა მაინც არ იქნა „ომეგას“ მიერ გადახდილი, მე დავტოვე „ომეგა ჯგუფი“, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ლევან ყიფიანის გამოკითხვაშია საუბარი. ლევან ყიფიანი გამოკითხვის ოქმის მიხედვით იხსენებს თუ როგორ ახდენდა ორგანიზებას შეხვედრების და როგორ არ დაფარა ზაზა ოქუაშვილმა დავალიანება რამდენიმე გადავადების შემდეგ.
"შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან რესტრუქტურიზაციაზე და ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე საუბარი არ ყოფილა, ვინაიდან შპს „ოჯთ-ს“ საგადასახადო დავალიანება როგორც მახსოვს იყო ხუთი თუ ექვს მილიონამდე და მის გადავადებასთან დაკავშირებით ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, რომელიც ძალიან დაგვეხმარა და ერთხელ უკვე განგვიახლა შეჩერებული აქციზების გაცემა. ამავდროულად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არაერთხელ გადაავადა აღსრულების პროცესი და ხელს გვიწყობდა, რომ არ მომხდარიყო კომპანიის საქმიანობის შეფერხება და ხალხი უმუშევარი არ დარჩენილიყო.
მე მსგავსი ხასიათის შეხვედრა დავაორგანიზე იმდროინდელ პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, რომელმაც ასევე გამოთქვა მზაობა, რომ ყველანაირად დაგვხმარებოდა, რომ ქართული წარმოება არ შეჩერებულიყო. მოხდებოდა რესტრუქტურიზაცია იმ პირობით, რომ „ომეგა ჯგუფი“ დავალიანების დაფარვის პროცესს დაიწყებდა. ამავდროულად, ამ შეხვედრებზე ზაზა ოქუაშვილი აღნიშნავდა, რომ მისი მხრიდან მომდევნო წლებში მოხდებოდა წარმოების გაზრდა და პირობას დებდა, რომ დასაქმებულთა რიცხვი გასამმაგდებოდა.
მას შემდეგ რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 11-ჯერ მოახდინა გადავადება და თანხა მაინც არ იქნა „ომეგას“ მიერ გადახდილი, ამავდროულად, ის იდეა, რაზეც ზემოთ აღვნიშნე, რომ მომხდარიყო ბატონ ბიძინას მხარდაჭერით საერთო ბიზნესის წარმოება, არ განხორციელდა, მე დავტოვე „ომეგა ჯგუფი“ და გარკვეული პერიოდი აღარ დავდიოდი ოფისში და წამოსული ვიყავი კომპანიიდან. მართალია შრომითი ხელშეკრულება ჩვენს შორის არ გაუქმებულა, თუმცა ფაქტობრივად მე წამოსული ვიყავი სამსახურიდან“, -ნათქვამია ლევან ყიფიანის გამოკითხვის ოქმში.
loading...
  • რეგისტრაცია: 30.10.2014
  • სტატუსი:  offline
^
Батон бидзинасац шевтхаре да шенац ше сиро!!! Прочис мицема амджобине кацобас да амитомац могеткнеба патрони!!!
  • რეგისტრაცია: 24.02.2014
  • სტატუსი:
^
Вер гакача, вера! физикури агнагоба, азровнеба, важкацоба-квелапери ригити клеркиса хконда да министрад данишес.....чвени дроис Санчо Панса-огонд Санчо сардапши Ар чаукваниат🐣💰👻😡👎🏿
  • რეგისტრაცია: 13.02.2016
  • სტატუსი:  offline
^
ამ ერთუჯრედიანის "მრჩეველი" ვინ არის?
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005