BABAJANA

წყარო: tabula.ge, 09 ოქტ 2018, ნახვები: 899, კომენტარი: 3
baqraZe: wina xelisuflebis wevrebi Sewyaleb
photo © tabula.ge  
აუცილებლად უნდა იყვნენ შეწყალებულები წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის სააკაშვილიც - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გადაცემა "პირისპირში" ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება სიტუაციას არ ცვლის და მისი ჩამოსვლის შემთხვევაში. მას დიდი ალბათობით ახალ ბრალს წაუყენებენ. ბაქრაძე ამბობს, რომ არსებობს დანაშაულის ისეთი კატეგორიები, მაგალითად, მკვლელობა, ადამიანის წამება და ა.შ რომლებიც შეწყალებას არ ექვემდებარება. თუმცა არის ვანო მერაბიშვილის საქმეც, რომელიც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს.
"შეწყალება არ შეწყალება სიტუაციას შეცლის მაგალითად, მერაბიშვილთან მიმართებაში, რომელიც პატიმარია და გამოვა. რაც შეეხება სააკაშვილს, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ის მზად არის ჩამოვიდეს საქართველოში სადაც შეწყალებული იქნება თუ შეუწყალებელი მას დიდი ალბათობით ახალ ბრალს წაუყენებენ და წინასწარ პატიმრობაში დააპატიმრებენ მაინც. ეს მისი გადასაწყვეტია. თუ ის მზად არის ამისთვის შეუძლია ჩამოვიდეს შეწყალებამდე და შეწყალების შემდეგაც. მის მიმართ სიტუაცია არ შეიცვლება, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია წერტილი დავსვათ წარსულ დანაშაულებზე და წერტილი დავსვათ ნებისმიერ განხილვაზე, რომ მომავალშიც კიდევ ვიღაცას დავიჭერთ",- ამბობს დავით ბაქრაძე. მისივე თქმით, ქვეყანაში სტაბილურობისა და სიმშვიდისთვის საჭიროა დაპირისპირებას წერტილი დაესვას.
"მე მიმაჩნია, რომ ქვეყანაში სტაბილურობას და სიმშვიდეს სჭირდება ის რომ დაპირისპირებას დაესვას წერტილი. ამას აქვს ორი კომპონენტი. პირველი, 6 წელია უკვე ქვეყანაში ეს ხელისუფლება არის და ამიტომ უნდა გადაისინჯოს და დასრულდეს ის საქმეები რომლებიც იყო ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ და ეს არის ერთი ელემენტი, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და მეორე ელემენტი გახლავთ ის, რომ იყოს აბსოლუტური მიუღებლობა ნებისმიერი მუქარის დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან",- ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი.
loading...
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
ბაქრაძე: "წერტილი დავსვათ წარსულ დანაშაულებზე და წერტილი დავსვათ ნებისმიერ განხილვაზე, რომ მომავალშიც კიდევ ვიღაცას დავიჭერთ".

წარსულის დანაშაულებზე თუ წერტილი უნდა დაისვას წინა მთავრობის წევრებზე და მომავალში აღარ დაიჭირონ, მაშინ რატომ არ ვრცელდება ეს სააკაშვილზე? სააკაშვილს მაინც დაიჭერენო - აცხადებს ბაქრაძე. ახალ ბრალდებებს წაუყენებენო. სააკაშვილის წარსულის ბრალდებებზე თუ წერტილი უნდა დაისვას, ახალი ბრალდებები საიდან გაჩნდება? 6 წელია კაცი სქართველოში არ ცხოვრობს. ახალი ბრალდებები რომ გაჩნდეს, ამისათვის ახალი დანაშაული უნდა ჩაიდინოს ჩამოსვლის შემდეგ. ბაქრაძე წინასწარ ადანაშაულებს სააკაშვილს ჯერ კიდევ ჩაუდენელი დანაშაულისათვის. ესე იგი რეციდივისტად აცხადებს. აქ ლოგიკაა დარღვეული.
  • რეგისტრაცია: 13.02.2016
  • სტატუსი:  offline
^
უფრო ჭკვიანი მეგონა, მაგრამ არა.რა სჭირს მიშას შენი ან ქოცების შესაწყალებელი, საწყალო. ვითომ ევროპული საქართველო არ იყო მთავრობაში 12 წელი.
  • რეგისტრაცია: 13.02.2016
  • სტატუსი:  offline
^
ეგ მე უფრო ჭკვიანი მეგონა, ვიდრე არის. თითქოს ევროპული საქართველო 12 წელი მთავრობაში არ ყოფილიყოს. საწყლებო, რა სჭირს მიშას თქვენი ან თქვენისთანების შესაწყალებელი?
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005