Babajana

წყარო: rustavi2.ge, 13 სექ 2018, ნახვები: 848, კომენტარი: 0
"fuli unda gavanawiloT ra..." - morigi skandaluri
photo © rustavi2.ge  
„იბერიას“ საქმე - „კურიერმა“ კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი მოიპოვა, სადაც ტელეკომპანიის მფლობელებს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას სამი მილიონი მისცენ. სანდო წყაროს მიერ „კურიერისთვის“ მიწვდილ აუდიოჩანაწერში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის და ფინანსთა ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის გვარები ისმის. ჩანაწერში ისევ საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. ირკვევა, რომ ყიფიანი ოქუაშვილთან წინადადებათა პაკეტით ხელისუფლების სახელით არის მისული. რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსსა და ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს ახსენებს, როგორც მათ გულშემატკივარს. ასევე ყოფილ ვიცე-პრემიერს დიმიტრი ქუმსიშვილს. აუდიოჩანაწერში ყიფიანი და ოქუაშვილი საუბრობენ სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს „ომეგა ჯგუფმა“:
"ლევან ყიფიანი - ესე იგი ხო გითხარი ჩარეული ჰყავთ ანზორი, ანზორი არის ბიძინას დაცვის უფროსი იყო ერთ-ერთი არასაუწყებო დაცვის... ავტორიტეტია რა ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ის კაცი იძახის რო, კიდე გამიმეორა მაგათი გაჩერება რომ ნდომებოდათო აქამდე გაჩერდებოდაო ქარხანა პროსტა პრინციპულადო. ახალი პრემიერი მოსულია, უნდობლობა გაიჩითაო კომპანიას შორისო ის დარჩაო... რა, კუდებიო... ქუმსიშვილის კუდიო რაღაცაო...ეს სიტუაცია იმდენად არეული არიო რო ნდობის პონტშიო... მე ვუთხარი მაგიტომ ჩავერიეო რომ ნდობის მომენტი აღდგეს მეთქი რა. ბიუჯეტში შევიტანოთ მილიონი.
ზაზა ოქუაშვილი - ერთი მილიონი და ორნახევარი მილიონი მთლიანად.
ლევან ყიფიანი - ხო
ზაზა ოქუაშვილი - მარა სამმილიონ ნახევარი დარჩა კონტრიბუშენი მაინც. ეს კონტრიბუშენი?...
ლევან ყიფიანი - ფული უნდა გავანაწილოთ რა... ფულზე, ანზორაზე, ჩემი მეგობარია და...
ზაზა ოქუაშვილი - ვინ არის ეს ანზორი ესე იგი თავდაცვის უფროსი, ივანიშვილის.
ლევან ყიფიანი - რომელიც გვბალეშიკობს ჩვენ. დაცვის უფროსი იყო, იყო...ეხლა სახელმწიფო დაცვის უფროსია რა... მაგას ეხება აეროპორტების დაცვები ისა ისა... რა. მინისტრია რა.
ზაზა ოქუაშვილი - მინისტრია.
ლევან ყიფიანი - მთელი სახელმწიფო დაცვები მაგის ხელშია.“
ეს არის უკვე მესამე აუდიოჩანაწერი, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა და გაასაჯაროვა. სანდოს წყაროს ინფორმაციით, ასევე არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერიც.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005