Babajana

წყარო: rustavi2.ge, 10 აგვ 2018, ნახვები: 1312, კომენტარი: 4
cxadi iyo, rom is ruseTis provocirebuli i
photo © rustavi2.ge  
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი მაიკლ კარპენტერი, 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრობს. რუსეთ-საქართველოს ომის დროს კარპენტერი უწყებაში კავკასიის საქმეთა და რეგიონული კონფლიქტების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მან ინტერვიუ ტელეკომპანია "RTVI"-ის მისცა და კონკრეტული პასუხი გასცა შეკითხვას - თუ ვინ დაიწყო ომი.
"წარმოუდგენელია, რომ 10 წლის შემდეგ ისევ ვკამათობთ იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყო ეს ომი. ამ კამათის მიზეზი არის ის ფაქტი, რომ რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული შეტევა საქართველოზე. ისინი მალავდნენ თავის ქმედებებს, 8 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე რეგიონში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული სპეცსამსახურის თანამშრომლები გაგზავნეს. ეს არის ის, რასაც მე ვაკვირდებოდი ჩემი პოზიციიდან სახელმწიფო დეპარტამენტში.
უნდა ითქვას, რომ დაზვერვის მონაცემები ძალიან შეზღუდული იყო. ინფორმაციის ნაწილი მოვლენების ადგილიდან ჩემთან რეპორტიორებისგან და ჟურნალისტებისგან მოდიოდა, რომლებიც აშუქებდნენ თუ რა ხდებოდა ცხინვალსა და ვლადიკავკაზში.
ვხედავდით, რომ 8 აგვისტომდე დღეებით ადრე რუსეთის არარეგულარული ჯარი და კაზაკები გადავიდნენ სამხრეთ ოსეთში და ცეცხლს უხსნიდნენ ეთნიკური ქართველებით დასახლებულ სოფლებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა. ასე რომ, როდესაც კონფლიქტი დაიწყო, ცხადი იყო, რომ ის რუსეთის პროვოცირებული იყო, სააკაშვილის ხელისუფლებამ კი რეაგირება მოახდინა. 2014 წელს ყირიმში 2008 წლის მოვლენების თითქმის იდენტური განმეორება მოხდა. ყველაფერი ეს წინასწარ იყო დაგეგმილი. ასე რომ დიახ ჩვენ დავინახეთ იგივე გაურკვეველ სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანები. ისინი ცხინვალის რეგიონში 2008 წლის ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში გამოჩდნენ ისევე როგორც 2014 წლის თებერვალში ყირიმში."- აცხადებს მაიკლ კარპენტერი.
  • რეგისტრაცია: 13.11.2013
  • სტატუსი:  offline
^
ქართველების რაღაც ნაწილს ისე სძულს საქართველო, რომ პუტინის მოჯმულს ჭამენ.
ოღონდ საქართველო დაამცირონ, და საქართველოს ამტყუნებენ ომის დაწყებაში.
დავუშვათ და "არ წამოეგო სააკაშვილი პროვოკაციას", რა, რუსის შემოგზავნილი პირუტყვი მკვლელები უკან დაიხევდნენ?
მაგარი უსინდისო და უტიფარი უნდა იყო, ამ "პროვოკაციის" თეორეტიკოს გამყიდველ ვაიპოლიტიკოსებს ვინც უჭერს მხარს.
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში რუსეთი მოქმედებდა ერთი და იგივე ხერხით.

მაიკლ კარპენტერი არაფერს ამბობს იმ განსხვავებაზე, რომელიც იყო საქართველოს და უკრაინის მთავრობების რეაქციაში ომის შედეგებში.

საქართველოს მთავრობა თუ "წამოეგო პროვოკაციას" და უპასუხა, უკრაინის მთავრობა ხომ არ წამოეგო პროვოკაციას და არ უპასუხა.
საკითხავია, გააჩერა თუ არა უკრაინამ რუსეთის აგრესია თავისი უმოქმედობით? შერცხვა რუსეთს და უკან დაიხია?
პირიქით, რუსეთმა სრულიად უსინდისოდ და უსირცხვილოდ მიიტაცა უკრაინის ტერიტორია და ოფიციალურადაც მიიერთა.

იგივე მოხდებოდა საქართველოშიც.
საქართველოს წინააღმდეგობა რომ არ გაეწია და რამდენიმე დღით არ შეეჩერებინა რუსეთის მრავალრიცხოვანი ჯარი, ერთ დღეში აიღებდნენ თბილისს.
სხვა საქმეა, რომ ქოცებს სწორედ ეს უნდოდათ და ამიტომ ლანძღავენ სააკაშვილს. ელოდებოდნენ რუსის ჯარს თბილისში, მაგრამ არ გაუმართლდათ ოცნება. სამაგიეროდ 2012-ში აიხდინეს ოცნება და დაუწვნენ რუსეთს.
  • რეგისტრაცია: 14.02.2016
  • სტატუსი:  offline
^
ერთი რამე სწორია, ვისაც როგორ აწყობს, ისე
აკონკრეტებს 8 აჩვისტოს ომს. არა აქვს მნიშვნელობა, ამერიკელია, ქართველი, ქართველი, რუსი თუ ქოცი.
ამ ადამიანს კი 'გამოეპარა' ერთი რამ, რომ ამერიკამ 08/08/08 ში დილით, 3:00 საათიდან
რუსები ჯარის გადასხმას აწარმოებდნენ,
სანამ საქართველომ უპასუხა, იცოდნენ
რომ უპასუხებდა მიშა, ბურჯანაძენ გაყიდა
  • რეგისტრაცია: 14.02.2016
  • სტატუსი:  offline
^
სატელიტით დააფიქსირა ამერიკამ. სანამ,მიშა უპასუხებდა, ბურჯანაძემ ჩაუშვა პუტინთან👹👹👹
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005