Babajana

წყარო: ipn.ge, 10 აგვ 2018, ნახვები: 817, კომენტარი: 1
dimitri medvedevi - aSS-s mier gamocxadebul
photo © ipn.ge  
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება, როგორც ეკონომიკური ომის გამოცხადება შეიძლება განვიხილოთ, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
"საჭიროა ამ ომს ვუპასუხოთ. მას უნდა ვუპასუხოთ ეკონომიკური და პოლიტიკური მეთოდებით. საჭიროების შემთხვევაში კი სხვაგვარი მეთოდებითაც კი. ჩვენს ამერიკელ მეგობრებს უნდა ესმოდეთ ეს“, - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, სანქციები ასე თუ ისე გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, მათ შორის ვალუტის კურსზე. დიმიტრი მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ სანქციები რუსეთისთვის აქამდეც არაერთხელ დაუწესებიათ.
"ბოლო 100 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა მუდმივი სასანქციო ზეწოლის ქვეშ არსებობდა. რისთვის კეთდება ეს? იმისთვის, რომ რუსეთი საერთაშორისო არენაზე მძლავრი კონკურენტების სიას ჩამოაშორონ“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა, რომ აშშ-ს ხელისუფლება იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის უკან რუსეთი დგას. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს.
„აშშ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რუსეთის მთავრობამ ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენა საერთაშორისო სამართლის დარღვევით. აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ რუსეთთან მიმართებაში სასანქციო ზომების გამოყენებას აპირებს“, - განაცხადა ჰიზერ ნაუერტმა. სანქციების პირველი ნაწილი 22 აგვისტოს შევა ძალაში, რაც ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქონლის რუსეთში ექსპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.
სანქციების მეორე ნაწილი კი 90 დღეში შევა ძალაში. თავის მხრივ, რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ საპასუხო სანქციებს შეიმუშავებენ.
  • რეგისტრაცია: 28.07.2018
  • სტატუსი:  offline
^
მიწებს შემოღობავენ კიდე ან ვინმეს მოწამლავენ ან აწამებენ laughing
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005