Babajana

წყარო: timer.ge, 09 აგვ 2018, ნახვები: 3326, კომენტარი: 7
salome zurabiSvili ganmartebas akeTebs
photo © timer.ge  
ამ ორი დღის განმავლობაში მოვისმინე არაერთი განცხადება და ინტერპრეტაცია აგვისტოს ომზე, ჩემს კომენტარებზე.
1. კითხვაზე, თუ ვინ იყო აგრესორი 2008 წელს, პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი: რუსეთი.
რუსეთს 2008 წლის აგვისტომდეც უკანონოდ ქონდა დაკავებული ჩვენი ტერიტორიები და საგულდაგულოდ ემზადებოდა აგვისტოს ომისთვის, რაზეც ინფორმაცია ქონდა, მათ შორის სააკაშვილს და მის გარემოცვას, 2008 წლის აგვისტოში, პროცესები წარიმართა რუსეთის სცენარის შესაბამისად, რამეთუ აგვისტომდე დიდი ხნით ადრე იყო მომზადებული;
2. კითხვაზე შეიტანეს თუ არა წვლილი რუსული სცენარის განხორციელებაში სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ პასუხი არის ასევე ერთმნიშვნელოვანი: დიახ.
მეტიც სააკაშვილის და მისი გარემოცვის უგუნურობა და მოღალატეობრივი ქცევა იყო პუტინის სცენარის განხორციელების აუცილებელი წინაპირობა. იმის მაგივრად, რომ რუსულ პროვოკაციებზე სააკაშვილს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფით და საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების გამახვილებით ეპასუხა, მან რუსეთის სამხედრო პროვოკაციებს სამხედრო პასუხი გასცა, რაც რუსეთის მიერ გამოყენებულ იქნა საბაბად საქართველოს წინააღმდეგ ომის დასაწყებად.
ეს იყო სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის უდიდესი დანაშაული ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე, რისი გახსენებაც ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია.
ამ ყველაფრის შეხსენება ორი მიზეზის გამოა აუცილებელი: რათა არ დაბრუნდნენ დამნაშავეები ხელისუფლებაში და მომავალში არცერთმა ხელისუფლებამ არ ჩაიდინოს მსგავსი გამოუსწორებელი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე. მე ამ ყველაფერს ვიტყვი ყოველთვის, რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს ეს სიმართლეა ნაციონალებისა და მათი სატელიტებისთვის, რომლებიც იყვნენ და არიან რუსეთისა და ანტიდასავლური ძალების საუკეთესო საყრდენი ჩვენს ქვეყანაში.
და ბოლოს, ჩემთვის რაიმეს დაბრალება, მეტადრე იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ჩემი დიდი ძალისხმევით გაყვანილი რუსული ჯარები 2008 წელს რუსეთს უკან შემოაყვანინა, არის სხვა არაფერი, თუ არა უტიფრობა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გადაფარვის უსუსური მცდელობა.
ეს არის ჩემი საბოლოო კომენტარი აგვისტოს ომთან დაკავშირებით. წინ გველის საინტერესო საპრეზიდენტო, ევროპული კამპანია, რომელიც უმეტესად მომავალზე საუბრის ფონზე უნდა წარიმართოს-წერს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
ზურაბიშვილი შემოგზავნილია პრეზიდენტობის კანდიდატათ არა იმისათვის, რომ პრეზიდენტი გახდეს, არამედ იმისათვის, რომ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ლანძღოს და ამით ხელი შეუშალოს ვაშაძეს.
შეიძლება "ოცნებამ" ბოლო მომენტში შემოაგდოს თავისი კანდიდატი.

ეხლა კი ზურაბიშვილი, როდესაც გამოიჭირეს ტყუილებში და ცილისწამებაში, თვალთმაქცობს და თავის დაძვრენას ცდილობს. უკვე აღარ ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. სხვანაირად აჭიკჭიკდა: ომი რუსეთმა დაიწყოო, რუსეთი აგრესორიაო, ემზადებოდა ომისთვის და ომის დაწყებისთვის საბაბი გამონახაო.
კი მაგრამ, თუ აგრესორი ომს აპირებს, საბაბს ყოველთვის იპოვის. ეს საბაბი თუ არ ექნებოდა, სხვა საბაბს იპოვიდა. საბაბი კი არ არის მთავარი, მთავარია მიზეზი. მიზეზი კი ნამდვილად იყო სააკაშვილი თავისი გუნდით და წარმატებული რეფორმებით, რაც ვერ აიტანა პუტინმა და მისმა კლანმა. საქართველოში ცხოვრების დონის ამაღლება გამოიწვევდა რუსი ხალხის უკმაყოფილებას რუსეთის მთავრობის მიმართ და შეიძლება რევოლუცია მომხდარიყო. სწორედ ეს იყო რუსეთის მხრიდან ომის დაწყების მიზეზი. რუსეთი ომს არ დაიწყებდა თუ საქართველოში განვითარება არ მოხდებოდა. ესე იგი სააკაშვილს არ უნდა ეშენებინა ქვეყანა, რომ რუსეთი არ გაღიზიანებულიყო. ჰოდა აი ეხლა აღარ ღიზიანდება, აქებს კიდეც საქართველოს მთავრობას, რადგან შეჩერდა ქვეყნის განვითარება - დააბრუნდა ქაოსი, კრიმინალი და სიღატაკე.
ეხლა რუსეთმა უომრად დაიპყრო საქართველო. 2008-ში კი ომითაც ვერ დაიპყრო, რადგან ვაჟკაცი ქართველები გმირულად შეებრძოლნენ შემოსეულ მტერს. ამიტომ დაუჭირა მხარი დასავლეთმა.
ზურაბიშვილი იბრალებს საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას. სინამდვილეში რუსეთმა ბაზები გაიყვანა იმიტომ, რომ ომის დაწყებას აპირებდა - ომის დაწყებისთანავე ბათუმის და თბილისის რუსული ბაზები მძევლად იქნებოდა აყვანილი. ეს ცნობილი ხერხია, რომელიც სსრკ-მ უნგრეთში გამოიყენა.
ეს ზურაბიშვილი აფერისტი და სინდისგარეცხილი რომ არის, ეს ყველამ იცის, მაგრამ რატომ ეზიზღება ასე ქართველები და საქართველო?
  • რეგისტრაცია: 30.10.2014
  • სტატუსი:  offline
^
Ес шлюха ро киде винмезе илапаракебс! Бебери прошмандовка батумши ахалгазрда иобартан ертад дагулаобда, арц ки рцхвенода, кеклуцобда да прочс улокавда мишасац да ибанишвилсац танмимдевробит!
  • რეგისტრაცია: 14.02.2016
  • სტატუსი:  offline
^
რა გულისამრევი ქაჯია ეს ავადმყოფი ქალი
.წადი ქალო, ჯერ ქართულად იმეტყველე და მერე დაგვაფრქვიე ეგ შენი უაზრობები
  • რეგისტრაცია: 28.07.2018
  • სტატუსი:  offline
^
აბა რას ელოდით ბიძოსგან ხახახა წულუკიან სალომე ენძელა ბოსელა რა ალქაჯი ქალები ყოლია გურჯისტანს არ მოველოდი wink
  • რეგისტრაცია: 24.11.2012
  • სტატუსი:  offline
^
მართალს ამბობს ეს ქალი
  • რეგისტრაცია: 13.11.2013
  • სტატუსი:  offline
^
ისიც საკითხავია, რა არის უფრო დიდი სირობა: რასაც ეს ქალი ყრანტალებს, თუ ამ ყრანტალზე რომ იტყვი, მართალს ამბობს ეს ქალიო.
  • რეგისტრაცია: 10.12.2012
  • სტატუსი:  offline
^
ტურბო- მასეთი სიმართლით გევლოს სულ, ჯერ ერთი ამის ჩამომთრევს მიშას და მეორე ვინც ამ ბოზანდარას მხარს უჭერს ყველას შევეცი
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005