Babajana

წყარო: ipn.ge, 09 აგვ 2018, ნახვები: 901, კომენტარი: 2
ruseTi aSS-sTvis sapasuxo s
photo © ipn.ge  
რუსეთი აშშ-სთვის ახალი საპასუხო სანქციების შემუშავებას დაიწყებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ რუსეთთან დიალოგი ძალის და ულტიმატუმების პოზიციიდან უსარგებლო და უპერსპექტივოა. რუსეთი დაიწყებს საპასუხო სანქციების შემუშავებას, რაც აშშ-ს არამეგობრულ ნაბიჯზე პასუხს წარმოადგენს“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
შეგახსენებთ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა, რომ აშშ-ს ხელისუფლება იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის უკან რუსეთი დგას. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს.
„აშშ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ რუსეთის მთავრობამ ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენა საერთაშორისო სამართლის დარღვევით. აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ რუსეთთან მიმართებაში სასანქციო ზომების გამოყენებას აპირებს“, - განაცხადა ჰიზერ ნაუერტმა.
სანქციების პირველი ნაწილი 22 აგვისტოს შევა ძალაში, რაც ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქონლის რუსეთში ექსპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.
სანქციების მეორე ნაწილი კი 90 დღეში შევა ძალაში.
  • რეგისტრაცია: 14.02.2016
  • სტატუსი:  offline
^
wink smile tongue
ამათი "სანქციები" არ გაიშვა
  • რეგისტრაცია: 28.07.2018
  • სტატუსი:  offline
^
მარცხენა კვერცხის ფანჩარზე ჰკიდია შენი კუანა სანქციები მაგრამ რას იზამ უჭკუო პუტინკა ხალხი ხომ უნდა დააგიპნოზო შენი ხალხი ველიკიე რუსკიე თვიდან თვემდე რომ რუბლებს და კაპიკეპს ითვლის საჭმელზე და ვოდკაზე wink
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005