Babajana

წყარო: rustavi2.ge, 09 აგვ 2018, ნახვები: 975, კომენტარი: 3
gia xuxaSvili - SesaZloa, miviRoT mocemu
photo © rustavi2.ge  
შესაძლოა, ისეთი მოცემულობა მივიღოთ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ერთადერთი გამოსავალი პირადად ბიძინა ივანიშვილის კენჭისყრა იყოს სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების ფონზე, გარკვეულწილად აქტუალური ხდება ბიძინა ივანიშვილის კენჭისყრა საპრეზიდენტო არჩევნებში.
"თუ გადაწყდა, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა „ქართული ოცნებისთვის“ არის სარისკო, რადგან „ქართული ოცნება“ ვერ შეეგუება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ან მეორე ნაწილის გამარჯვებას, მას მოუწევს სერიოზული გადათამაშება. თვითონ „ქართული ოცნებაც“ ძალიან ეკლექტურია. სხვადასხვა ჯგუფებს ჰყავთ ალტერნატიული ფავორიტები, რამაც შეიძლება შიდა პარტიული ბალანსი დაარღვიოს. აქედან გამომდინარე, შესაძლოა ისეთი მოცემულობა მივიღოთ, რომ ერთადერთი გამოსავალი პირადად ბიძინა ივანიშვილის კენჭისყრა იყოს სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე. ეს სახელმწიფოებრივადაც და პირადად მისთვისაც ძალიან კარგი იქნება, რადგან მას სჭირდება ხალხის მანდატი, რაც პოლიტიკურად აღუდგენს პოზიციებს. აქეთკენ შესაძლოა წავიდეს პროცესი, რაც პოზიტიური განვითარება იქნება“, - განაცხადა ხუხაშვილმა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ არის სერიოზული პრობლემები.
|გამომდინარე იქედან, რომ მას ჰყავს თავისი ლობისტები, ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ასეთი კომპრომისი შედგა - მიეცა პირობა, რომ მხარს დაუჭერდნენ, თუმცა არ მისცემია გარანტია. დააკვირდება „ქართული ოცნება“ როგორ გაივლის სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს თვეს დამოუკიდებელი კამპანიით და ამის შემდეგ ჩამოყალიბდება საბოლოო პოზიციაზე. პიროვნულად სალომე ზურაბიშვილს არაფერს ვერჩი, მაგრამ როგორც პრეზიდენტი ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს. ეს თვითონ „ქართული ოცნებისთვის“ იქნება თავის ტკივილი. სალომე ზურაბიშვილმა რაღაც თქვა და მთელი „ქართული ოცნება“ თავს იმართლებდა ანუ მის ყველა განცხადებაზე „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იმართლოს თავი, რაც ყველასთვის მიუღებელია, მისი ჩარჩოში ჩასმა კი შეუძლებელია“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
  • რეგისტრაცია: 14.02.2016
  • სტატუსი:  offline
^
რაც ალხანა ზურაბიშვილია, ის ჩალხანა ხიხო ივანიშვილია
  • რეგისტრაცია: 24.02.2014
  • სტატუსი:  offline
^
Амам кидев, хом шеико Тити боломде! Арц датанхмдеба да верц иваргебс президентад, тундац ром гаимарджвос.магиси дамарцхеба да тквени гапантва, матареблис ганаваливит, ерти икнеба. Вис аболеб, ше ваи аналитикосо(Саломе Зурабишвилис лексикит-аналисто),-Аи Бидзина Ар танхмдеба, торем ром датанхмебулико, ауцилеблад гаимарджвебдао.
Ерти раме даимахсовре-гамарджвеба мартлац шеидзлеба мохдес, огонд, саамисод дзалиан диди танхис гагеба икнеба сачиро, ромлис гадахдасац аравин апиребс-арц путлери да арц цинглери. Исе ром, "разденся и жди"!
  • რეგისტრაცია: 28.07.2018
  • სტატუსი:  offline
^
წადი გააჯვი რა შენი მრავალფერდოვანი ფრაზებით იბანას ფერმაში
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005