Babajana

წყარო: tabula.ge, 06 აგვ 2018, ნახვები: 1683, კომენტარი: 2
saakaSvili: vinc ambobs, rom 2008 wels omi s
photo © tabula.ge  
რუსეთის საქართველოში შეჭრის მიზანი არ იყო მხოლოდ თავდასხმა საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, არამედ ეს იყო თავდასხმა ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, რადგან მაშინ ქვეყანაში უამრავი, რუსეთისთვის არასასიამოვნო რეფორმა მიმდინარეობდა- ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Настоящее Время-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა. სააკაშვილი ამბობს, რომ რუსეთს ეს მაშინ არ გამოუვიდა, მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მას შემდეგ რაც "ქართული ოცნება" მოვიდა მთავრობაში, საქართველომ შიდა იმუნიტეტი დაკარგა და რეფორმები შეწყდა. სააკაშვილის თქმით, საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერის მეათედიც აღარ აქვს. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ 2008 წლის ომი რუსეთმა დაიწყო და ვინც საპირისპიროს ამბობს, ის დებილი, იდიოტი და ნაძირალაა.
"ამორალურია იმის თქმა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ვინაიდან ამის საპირისპირო უამრავი მასალა არსებობს. ჰკითხეთ რუს დედებს, ვის შვილებსაც აგზავნიდნენ, ჰკითხეთ პოლკოვნიკ კაზაჩენკოს, რომელიც დილის 03:00 საათზე ხეობაში თავის პოლკთან ერთად შემოვიდა. ბაღაფში ცოცხალი რომ ყოფილიყო მისთვისაც შეიძლებოდა ამ კითხვის დასმა, როდესაც 24 საათით ადრე განაცხადა, რომ ის დააწყნარეს, რადგან რუსული ჯარები უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ. ამ ყველაფრის შემდეგ თუ ვინმე კიდევ ამ კითხვას მისვამს და ამბობს ის ნაძირალა, დებილი ან იდიოტია", - ამბობს სააკაშვილი.
  • რეგისტრაცია: 21.07.2018
  • სტატუსი:  offline
^
სააკაშვილი: ვინც ამბობს, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, დებილი ან იდიოტია
--------------------
არც იდიოტია და არც დებილია, ესენი არიან მედროვე, ქვეყნის გამყიდველები. ფულზე და სკამზე დახარბებულები. ბოლოს კიდევ ლანძღვა..............
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
ომის დაწყების თემა არის შემოგდებული საკენკი.
ვერავინ დაადგენს ვინ გაისროლა პირველად და ამას არცა აქვს მნიშვნელობა.
მთავარია რომელი ქვეყნის ჯარი შევიდა სხვის ტერიტორიაზე.
საომარი მოქმედებები მიდიოდა მანამდეც. მაგალითად 2002 წელს რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს საქართველის მთიანი ტერიტორიები, რასაც მსხვერპლიც მოყვა. მაგრამ ომი დაიწყო იმ მომენტში, როდესაც რუსეთის 58 არმიამ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი 2008 წლის 7 - 8 აგვისტოს ღამის პირველ საათზე. მალევე რუსეთმა ოფიციალურად გამოაცხადა საერთაშორისო დონეზე, რომ შევიდა ჯარით საქართველოში რათა შეცვალოს პრეზიდენტი და მთავრობა.
ეს იყო ისეთივე თავდასხმა, როგორც ავღანეთზე 1980 წელს. მაშინაც ოლიმპიდის წელი იყო და მაშინაც 100 ათასიანი არმიით შეიჭრა. ასეთივე თავდასხმა სსრკ-მ განახორციელა ფინეთზე - ჯერ არტილერიით დაბომბა საკუთარი პოლკი, მერე ეს დააბრალა ფინეთს და იმ დღესვე შეიყვანა 100 ათასიანი არმია. მაშინაც ფინეთს აბრალებდნენ ომის დაწყებას. ზუსტად ასევე ჰიტლერმა შეიყვანა ჯარი პოლონეთში - დახოცეს თავიანთი სახედროები და დააბრალეს პოლონეთს.
ხელწერა იგივეა, სცენარიც და ომის დაწყების ხერხიც ემთხვევა.
ეს არის ნებისმიერი აგრესორის ხერხი, როდესაც დიდი ქვეყანა აპირებს პატარა ქვეყნის დაპყრობას.
ეს იმდენად აშკარა ამბავია, რომ არ შეიძლება ქოცებს არ ესმოდეთ. უბრალოდ თვალთმაქცობენ, რადგან დაკარგული აქვთ როგორც სინდისი, ასევე საბშობლოს სიყვარული.
მართალია Khinkal_pelmen, როდესაც ამბობს, რომ ესენი იდიოტები კი არა სამშობლოს გამყიდველები არიან.
ერთ-ერთი ასეთი მათგანი ეხლა საქართველოს პრეზიდენტობასაც აპირებს.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005