BABAJANA
წყარო: ipn.ge, 01 აგვ 2018, ნახვები: 955, კომენტარი: 0
gia xuxaSvili - NDI-is kvlevam daadastura
photo © ipn.ge  
NDI-ის კვლევამ დაადასტურა, რომ ფაქტობრივად, ლეგიტიმური პოლიტიკური ძალა, თუ პოლიტიკური ფიგურა პოლიტიკურ ელიტაში არ არსებობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. ის გამოეხმაურა „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევას და აღნიშნა, რომ კვლევამ დაადასტურა ქართველი ამომრჩევლის პოზიცია, რომ ის ფაქტობრივად არჩევნების მიღმაა.
"მე ვფიქრობ, ამ კვლევამ დაადასტურა ის, რაც ისედაც ცხადი იყო - საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი არჩევნების მიღმაა. ფაქტობრივად, ლეგიტიმური პოლიტიკური ძალა თუ პოლიტიკური ფიგურა პოლიტიკურ ელიტაში არ არსებობს და ეს მეტყველებს ზუსტად პოლიტიკური ელიტის ძალიან ღრმა კრიზისზე. ამომრჩეველი საბოლოო ჯამში, ასეთ ნეგატიურ ვითარებაში ან საერთოდ არ მიდის არჩევნებზე, ან წარმოადგენს ე.წ. სამობილიზაციო რესურსს, რომელიც მზად არის, ერთჯერადად „გაიყიდოს“. გაყიდვაში ვგულისხმობ, რომ რაღაცა სიკეთე მიიღოს. ის ფიქრობს, რომ არაფრის არ მჯერა, არავის არ გენდობით, გადაიხადეთ და მოგცემთ ხმას. გადახდაში ვგულისხმობ სხვადასხვა სიკეთის მიღებას. ამ ვითარებაში, ამ სამობილიზაციო რესურსის მოზიდვის მთავარი შანსი აქვს ხელისუფლებას, რადგან აღნიშნული სიკეთის მიცემის რესურსები არის ფაქტობრივად მონოპოლიზებული მის ხელში. ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელისუფლებას ამ ელექტორატის მოზიდვაში ხელი შეუშალოს, ეს არის ზეპარტიული, არასდანდარტული პოლიტიკური ელიტის წრამომადგენელი, როგორადაც მოიაზრება ელისაშვილი, მარგველაშვილი და ა.შ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექმნება საფრთხე ხელისუფლებას იმისა, რომ მეორე ტურის ინიცირება მოხდეს, მაგრამ თუ მარგველაშვილი ამ თემაში არ მონაწილეობს, რა თქმა უნდა ხელისუფლების შესაძლებლობები იზრდება, რადგან სამობილიზაციო რესურსს ალტერნატიული წასასვლელი უბრალოდ აღარ აქვს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა. მისი თქმით, იმ სურათის ფონზე, რა კვლევაც დაიდო და იმ სურათით, რაც დღეს არსებობს, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება არჩევნების მეორე ტური განაპირობოს, ეს არის მხოლოდ ელისაშვილის ფაქტორი.
"მთავარი ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა მეორე ტური, მიმდინარეობს სწორედ ამ სამობილიზაციო ელექტორატისთვის. სამობილიზაციო ელექტრორატი არის ხელისუფლების ლუკმა და ერთადერთი, ვინც საფრთხე შეიძლება შეუქმნას ხელისუფლებას, ეს არის ელისაშვილი. რამდენს მოახერხებს ელისაშვილი და იქნება თუ არა ეს კრიტიკული რაოდენობა მეორე ტურის ინიცირებისთვს, ამას უკვე საარჩევნო კამპანია და ის შეცდომები განსაზღვრავს, რასაც ხელისუფლება, ან ელისაშვილი დაუშვებენ“, - აღნიშნა ექსპერტმა. გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, მისი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დგას, რადგან ნატურალური მხარდამჭერი არც ერთ კანდიდატს არ ყავს იმდენი, რაც მათ მეტ-ნაკლებ ძალაუფლებას მიანიჭებდა.
ცნობისთვის, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა, 32% აცხადებს, რომ ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, არ იცის, თუ რომელ კანდიდატს მისცემდა ხმას. ამასთან, კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ არც ერთ კანდიდატს, 12% „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 10%-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, 6% - გიორგი მარგველაშვილს, 6% - დავით ბაქრაძეს, 4% შალვა ნათელაშვილს, 7%- სხვა კანდიდატებს.
ინფორმაცია
Guest ჯგუფში მყოფ მომხმარებელს არ შეუძლია კომენტარის დამატება.

ადვოკატი ლევან ნათალიშვილი

ემიგრაცია, ვიზები, კრიმინალი, საოჯახო, გაშორება, პენსიები, თარგმნა.

212 791 7500


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005