BABAJANA
წყარო: rustavi2.ge, 31 ივლ 2018, ნახვები: 1718, კომენტარი: 3
aSS kidev erTxel mouwodebs ruseTs, gaiyvanos T
photo © rustavi2.ge  
„შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე. ეს ვალდებულება რუსეთმა 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აიღო,“ - ამ განცხადებას შეერთებული შტატების საელჩო რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს.
"მომავალ კვირას 10 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოში საერთაშორისო საზღვრის გადმოლახვით შეიჭრა და შეეცადა, ეს საზღვრები ძალის გამოყენებით შეეცვალა. რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცი შევიდა ქალაქ გორსა და კონფლიქტის ზონიდან მოშორებულ სხვა ადგილებში, მაგალითად, ფოთის პორტში - შორს მთავარი საბრძოლო არეალიდან. რუსეთმა დაიკავა აფხაზეთის ის ბოლო მონაკვეთი, რომელსაც საქართველო აკონტროლებდა და სადაც ბრძოლა არ მიმდინარეობდა.
რუსეთის თავდასხმა საქართველოზე დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთის არმია შეიჭრა სხვა სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ძალისმიერად შეცვლის მიზნით. რუსეთი დღემდე იკავებს საქართველოს ტერიტორიას,“ - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
  • რეგისტრაცია: 28.07.2018
  • სტატუსი:  offline
^
მოაშორეთ ოცნება და იარღი მოგვეცით თუ არ გავლენ მერე ვნახოთ ოღონ მე დამნიშნეთ გენერლად winked
  • რეგისტრაცია: 21.07.2018
  • სტატუსი:  offline
^
ukudo eshmaki მოაშორეთ ოცნება და იარღი მოგვეცით თუ არ გავლენ მერე ვნახოთ ოღონ მე დამნიშნეთ გენერლად.
-----------------
არა რაა არა, არ დაგნიშნავენ ეგენი გენერლად, მაგათ კუდიანი ეშმაკები აწყობთ. ისე, ჩვენი მხრიდან (ბაბ) დანიშნული ხარ და ეგ არის. wink
  • რეგისტრაცია: 17.11.2009
  • სტატუსი:
^
რამდენი კიდევ ერთხელ შეიძლება? თუკი არ ასრულებს, მაშინ რა?სწორი პასუხია: არაფერი.
ინფორმაცია
Guest ჯგუფში მყოფ მომხმარებელს არ შეუძლია კომენტარის დამატება.

ადვოკატი ლევან ნათალიშვილი

ემიგრაცია, ვიზები, კრიმინალი, საოჯახო, გაშორება, პენსიები, თარგმნა.

212 791 7500


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005