BABAJANA
წყარო: ipn.ge, 31 ივლ 2018, ნახვები: 905, კომენტარი: 0
smitebis ojaxis mkvlelobaSi braldebulis ad
photo © ipn.ge  
აღნიშნულ საქმეში აშკარად იკვეთება პროკურატურის მხრიდან ან არაკვალიფიციური ან შეგნებულად არასწორი მიდგომა,- ამის შესახებ სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა. მისი თქმით, პროკურატურას არ დაუკითხავს ყველა პირი, ვინც ამ საქმეში ფიგურირებს. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აღნიშნული საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთო, ადვოკატი „ჭორს“ უწოდებს.
"რა არის პროკურატურის ქცევის საფუძველი ჩვენთვის უცნობია. ეს საქმე ისეთი ვერსიით წასაყვანი არ არის, რასაც ბრალდების მხარე გვთავაზობს. კობაურს ბრალი ედება სმიტების ოჯახის დახოცვაში, თუმცა ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ცალსახაა, რომ სულ სხვა მიმართულება აქვს აღნიშნულ საქმეს. რატომ არ არიან გამოკითხულნი სხვა მწყემსები, რომლებიც კობაურის საქმეში ფიგურირებენ? რატომ არ არის გამოკვლეული ვინ გადაადგილდებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე? რატომ მიაცემინეს კობაურს იძულების წესით ასეთი ჩვენება? რატომ სხვა ვერსიაზე არ მუშაობს ბრალდების მხარე? ფაქტია, რომ პროკურატურა არ ცდილობს, რომ ამ საქმეზე გამოძიება ყოველმხრივ და ობიექტურად აწარმოოს. თუ აღნიშნული ხარვეზები არ გამოსწორდა, აშკარა იქნება, რომ ბრალდების მხარე ამ საქმის შეთითხვნას და კობაურისთვის დაბრალებას ცდილობს. დაცვის მხარე ამას არ დაუშვებს. ასევე, საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ FBI არის საქმეში ჩართული. ესეც რა თქმა უნდა, ჭორია და ამას არც ბრალდების მხარე არ ადასტურებს,"- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.
ექსპერტიზის პასუხებთან დაკავშირებით ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, რომ დაცვის მხარე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ ლორა სმიტის ორგანიზმში მალხაზ კობაურის დნმ პროფილი აღმოაჩინა.
ინფორმაცია
Guest ჯგუფში მყოფ მომხმარებელს არ შეუძლია კომენტარის დამატება.

ადვოკატი ლევან ნათალიშვილი

ემიგრაცია, ვიზები, კრიმინალი, საოჯახო, გაშორება, პენსიები, თარგმნა.

212 791 7500


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005