BABAJANA
წყარო: rustavi2.ge, 31 ივლ 2018, ნახვები: 1532, კომენტარი: 2
gangaSis zari Semosakravi araRiarebis politiki
photo © rustavi2.ge  
ბაშარ ალ-ასადი ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილ ვიზიტს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან. სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ფაქტს, საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევად აფასებს. თუმცა, მთავრობის წევრები თვლიან, რომ საქართველოს ტერიტორიების არაღიარების კუთხით საგანგაშო ვითარება არ აქვს, თუმცა საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რუსეთის პოლიტიკა მომავალში წარუმატებელი იყოს.
"ჩვენ არანაირი განგაშის ზარი შემოსაკრავი არაღიარების პოლიტიკის თაობაზე ან რაიმე რისკის თაობაზე არ გვაქვს, თუმცა რა თქმა უნდა სახელმწიფო გააგრძელებს ძალიან აქტიურ მუშაობას პარტნიორებთან ერთად, რომ რუსეთის ამ მცდელობებს მომავალში არ ჰქონდეს არანაირი წარმატება,“-აცხადებს ციხელაშვილი.
ბაშარ ასადს რიგით კრიმინალად მოიხსენიებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი.
"ასადი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელიც არ ზოგავს საკუთარ ხალხს და წამლავს მათ საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული გაზით. ასე რომ მასთან ლაპარაკს არ აპირებს ცივილიზებული სამყარო. ის ვის შეხვდება თუ არა თავისნაირ ადამიანებს. ამას ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს,“-აცხადებს სოზარ სუბარი. ბაშარ ალ-ასადი ოკუპირებულ ცხინვალში ჩასვლას გეგმავს. სირიის პრეზიდენტის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაძლო ვიზიტის შესახებ მორიგი განცხადება, ანატოლი ბიბილოვმა პრესკონფერენციაზე გააკეთა. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიის ლიდერი შესაძლოა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწროს.
მისი თქმით, ასადმა გამოთქვა სურვილი საპასუხო ვიზიტი განახორციელოს, ზუსტი თარიღი სირიაში არსებულ ვითარებასა და ასადის განრიგზე იქნება დამოკიდებული.
  • რეგისტრაცია: 21.07.2018
  • სტატუსი:  offline
^
Nana Lomitashvili
ეს ქალი რას წარმოადგენს თუ ვინმე მივდება პურმარილს ვკისრულობ.
-----------------------
პურმარილზე გეტყვი. wink
  • რეგისტრაცია: 28.07.2018
  • სტატუსი:  offline
^
რა თვალებიც აქვს ის არის მახინჯი და გამყიდველი
ინფორმაცია
Guest ჯგუფში მყოფ მომხმარებელს არ შეუძლია კომენტარის დამატება.

ადვოკატი ლევან ნათალიშვილი

ემიგრაცია, ვიზები, კრიმინალი, საოჯახო, გაშორება, პენსიები, თარგმნა.

212 791 7500


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005