Babajana

წყარო: rustavi2.ge, 11 ივლ 2018, ნახვები: 1321, კომენტარი: 0
natos komunikeSi saqarTvelo 18 -jer
photo © rustavi2.ge  
მკაცრი მითითება რუსეთს და მორიგი მხარდაჭერა საქართველოს - ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ლიდერები შეთანხმდნენ დოკუმენტზე, რომელიც კრემლისგან ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ჯარების გაყვანას მოითხოვს. გარდა ამისა, ნატოს ბრუსელის სამიტის საერთო კომუნიკეში საქართველო 18 ჯერ არის ნახსენები. 79 პუნქტიან დეკლარაციაში წერია, რომ ნატო ბუქარესტში 10 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება და საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, თუმცა დაკონკრეტებულია, რომ ამისთვის ქვეყანამ მაპი უნდა მიიღოს.
კომუნიკეს მიღების შემდეგ მედიისთვის განმარტებები იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები. ქართული მხარე ბრიუსელის სამიტში აქტიურად ხვალიდან ჩაერთვება, თუმცა ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ შემუშავებულ ერთობლივ დეკლარაციას უკვე მოჰყვა რეაქცია თბილისიდან ჩასული დელეგაციის მხრიდან. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ყურადღებას კომუნიკეს იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც რუსეთმა ნატოსგან კონკრეტული მითითებები მიიღო. კერძოდ, ჯარების გაყვანისა და ცხინვალის და აფხაზეთის აღიარების გაუქმების შესახებ. წელს პირველად 29 ქვეყნის ლიდერებთან ერთად საბჭოს მუშაობაში საქართველოს პრეზიდენტიც ჩაერთვება.
მსოფლიოს ლიდერთა დღის წესრიგის პარალელურად ბრიუსელის სამიტზე სხვადასხვა ფორუმები იმართება სადაც მსჯელობა რუსულ პროპაგანდასა და მედიის თავისუფლებაზე მიმდინარეობს. სწორედ ამ კონტექსტში ნატოს შტაბბინაში სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" მიიწვიეს, როგორც ყველაზე მსხვილი პროდასავლური ქართული არხი.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005