Babajana

წყარო: ipn.ge, 11 ივლ 2018, ნახვები: 1098, კომენტარი: 3
ramaz sayvareliZe - „nacionalur moZraobasTan“ dakavSir
photo © ipn.ge  
„ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა შანსი მოშორებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯს და რაც ხალხს აღიზიანებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეს თავის თავზე არ აეღო, ახლა ეს შანსი დაკარგა, - ასე აფასებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის მემორანდუმის გაფორმებას, რომელიც სამ ძირითად პუნქტს მოიცავს. როგორც საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პარტიებს ხალხი არ ეკარება.
"ეტყობა, მემორანდუმი „ევროპის სახალხო პარტიის“ რჩევით გაფორმდა. მათ მიაჩნიათ, რომ გაერთიანება გააძლიერებს, მაგრამ უცხოელების რჩევას ის სპეციფიკა აქვს, რომ ადგილზე არსებულ ვითარებას არ ითვალისწინებენ. სახალხო პარტიაც არ ითვალისწინებს საქართველოში მომხდარ მოვლენებს. გარდა ამისა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ პარტიებს ხალხი არ ეკარება; მიტინგსაც კი არ ეკარებიან, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჩანს.
"ევროპულ საქართველოს“ ჰქონდა შანსი მოშორებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯს და რაც ხალხს აღიზიანებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეს თავის თავზე არ აეღო, ახლა ეს შანსი დაკარგა. სანახევროდ და სტრატეგიის გარეშე იდგმება ნაბიჯები, იმ წუთას გაჩენილი განწყობების ფონზე“, - განაცხადა საყვარელიძემ და დასძინა, რომ მემორანდუმში შეთანხმება არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებითაა, თუმცა, მისივე თქმით, შესაძლოა, მეორე ტური საერთოდ არ იყოს.
"ნუ დაგვავიწყდება, რომ თბილისის მერის არჩევნებშიც კი, უპარტიო კანდიდარტმა ალეკო ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ომახიანი კანდიდატი უკან მოიტოვა და მეორე ტური არ შედგა. კიდევ უფრო მძაფრი იქნება ეს დამოკიდებულება ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის დროს. არის დიდი შანსი, რომ მეორე ტური საერთოდ არ იყოს“, - განაცხადა საყვარელიძემ.
ცნობისთვის, „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) პრეზიდენტის ინიციატივით, „ევროპულმა საქართველომ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სამპუნქტიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. კერძოდ: 1. პარტიები საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურში გადასულ კანდიდატს მხარს დაუჭერენ; 2. კამპანიის დროს თავს შეიკავებენ ერთმანეთზე თავდასხმისგან. 3. არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა.
  • რეგისტრაცია: 13.11.2013
  • სტატუსი:  offline
^
ესაა დიდი "ანალ-იტიკოს" ბიძინას ჯიბის პოლიტოლოგი. ანუ უნდა გამოიცნოს, ბიძინას ყვერებს რითი ასიამოვნოს.
  • რეგისტრაცია: 29.01.2014
  • სტატუსი:  offline
^
აირიან ტროლები არიან ტროლიკები ერთი არაფირმარულად ლოკავს მეორე ფორმალურად. ეს დაჩუტული სირით გაკეთებული ტროლიკია და აბა სხვა რა უნდა თქვას
  • რეგისტრაცია: 14.02.2016
  • სტატუსი:  offline
^
ნეტა ამას ვინ რას ეკითხება, ბალი რა ღირს
სოღანლუღში?
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005