Babajana

წყარო: ipn.ge, 10 ივლ 2018, ნახვები: 716, კომენტარი: 0
baTu quTelia - konsensusi, rom saqarTvelo
photo © ipn.ge  
კონსენსუსი იმაზე, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, 10 წელია არსებობს, ბრიუსელის სამიტზე უნდა განისაზღვროს გაწევრიანების კონკრეტული მექანიზმები - საგზაო რუკა უნდა განისაზღვროს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ ნატო-ს სამიტის მოლოდინებზე საუბრისას განუცხადა. ქუთელიას თქმით, საქართველოს ხელთ არსებული ინსტრუმენტები, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), ნატო-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP), შინაარსით უფრო მეტია, ვიდრე გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ამიტომ საქართველო უნდა ითხოვდეს ალიანსში გაწევრიანებას და არა MAP-ს.
"მთავარი მოლოდინი საქართველოსთვის ამ სამიტზე რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. პირველი, საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ ნატო-ში გაწევრიანდეს და აქედან გამომდინარე, უნდა მიიღოს მკაფიო გზავნილი, თუ როგორ უნდა გახდეს ამ ორგანიზაციის წევრი. იმაზე, რომ საქართველო უნდა გახდეს ალიანსის წევრი, კონსენსუსი უკვე 10 წელია არსებობს, ამ სამიტზე კი უნდა განისაზღვროს ის კონკრეტული გზა, თუ რა მექანიზმით მოხდება ეს. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც, ჩემი აზრით, ასევე უნდა აისახოს სამიტის კომუნიკეში, არის ის, რომ დღეიდან იმ მომენტამდე, სანამ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, საქართველოს აქვს ძალიან მწვავე რისკები და ჰიბრიდული საფრთხეები რუსეთის ფედერაციიდან გამომდინარე და სანამ კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს, მანამდე იყოს დამატებითი ღონისძიებები ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც გახდება შემაკავებელი ფაქტორი რუსეთის პოტენციური აგრესიისა ან მათი მხრიდან რაიმე პროვოკაციის. ეს თემა მოიცავს როგორც ნატო-ს წევრ ცალკეულ ქვეყნებთან ორხმრივ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში, ასევე, ზოგადად უსაფრთხოების სექტორის გაძლიერებას, მისი მართვის კოორდინაციის მექანიზმს, ანუ ნატო-ს ჩართვას მთლიანად საქართველოს თავდაცვის და უსაფრთოების სისტემის მოდერნიზებაში და თავსებადობის კიდევ უფრო მაღალი დონის მიღწევას“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ. ბათუ ქუთელიას თქმით, ბრიუსელის სამიტი უნდა გახდეს მნიშვნელოვანი აგური საქართველოს გაწევრიანებაზე პოლიტიკური კონსენსუსის მშენებლობის გზაზე.
"ჩვენი მთავარი მხარდამჭერი ამერიკის შეერთებული შტატებია, რომლის ხედვაა, რომ ამ პროცესის დაჩქარება შეიძლება. მათზე არის დამოკიდებული სხვა მოკავშირებთან რამდენად ისაუბრებენ. იმისთვის, რომ აშშ-მა, თურქეთმა და აღმოსავლეთ ევროპის ჩვენმა პარნტიორმა ქვეყნებმა ერთიანი ძალისხმევით იმუშაონ ამ კონსენსუსის მიღწევაზე, ჩვენი მხრიდანაც აქტიურობა და თანმიმდერული მუშაობაა საჭირო. რამდენად ეფექტური იყო ეს მუშაობა, სამიტის შედეგებიდან გამოჩნდება“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005