Babajana

წყარო: rustavi2.ge, 10 ივლ 2018, ნახვები: 814, კომენტარი: 0
mTavrobis axali Semadgenloba - m
photo © rustavi2.ge  
მთავრობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში დღის ბოლოს შიდა კონსულტაციები შედგა. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი დაესწრო, თუმცა „ქართული ოცნება“ კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე მთავრობის წარდგენამდე ერთი დღით ადრეც არ საუბრობს. ცნობილია, რომ მთავრობის კურსიდან გამომდინარე ცვლილებები მხოლოდ ეკონომიკურ გუნდს შეეხება. მინისტრთა კაბინეტის სხვა შემადგენლობა კი, მათ შორის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უცვლელი რჩება. ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულიას კანდიდატურა სახელდება, ფინანსთა მინისტრის ადგილას კი დავით ამაღლობელისა და ირაკლი მანაგაძის კანდიდატურები განიხილება.
"საუბარი და მსჯელობა იყო იმაზე, რომ რა თქმა უნდა ეკონომიკური გუნდი უნდა იყოს უფრო ეფექტური. ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებზე გათვლილად უფრო ეფექტურად უნდა იმუშაოს. ამაზე იყო საუბარი. მე ვფიქრობ, რომ იქნება ამ მიმართულებით ცვლილებები,“-აცხადებს ანრი ოხანაშვილი. მთავრობისთვის მხარდაჭერას არ აპირებს ოპოზიცია. ენმ-ში ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებაში“ საკადრო შიმშილია და ისინი მინისტრებს რუსეთში ეძებენ.
"ქართულ ოცნებაში არის საკადრო შიმშილი. არ ჰყავთ პრეზიდენტობის კანდიდატი, არ ჰყავთ მინისტრობის კანდიდატები. არ იციან ვინ დანიშნონ ფინანსთა მინისტრად, ეკონომიკის მინისტრად. ამოიწურა ქართ ბანკის რესურსი და ახლა უკვე დაიწყეს საზღვარ გარეთ ძიება და როგორც ამბობენ რუსეთიდან ჩამოჰყავთ ვიღაც ექიმი. ძალიან სასაცილოა და სიმბოლურია თუ რუსეთიდან საქართველოს მთავრობაში აღმოჩნდება ვინმე, ვინც საქართველოს ეკონომიკას გაუძღვება,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
"ევროპული საქართველოს“ წევრებიც მიიჩნევენ, რომ გადაადგილებები მთავრობაში მოსახლეობისთვის არაფერს შეცვლის.
"პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილის გუნდში როგორი გადანაცვლებები მოხდება. გააერთიანებენ სამინისტროებს, გდააადგილებენ, ვინმეს მოადგილედ გადაიყვანენ თუ ვინმეს მინისტრად. ეს არ ცვლის ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას,“-ამბობს ოთარ კახიძე. მამუკა ბახტაძე მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას კანონმდებლებს ხვალ წარუდგენს.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005