Babajana

წყარო: rustavi2.ge, 13 ივნ 2018, ნახვები: 745, კომენტარი: 0
gigi ugulava - qveyanaSi aris krizisi, krizisis ganm
photo © rustavi2.ge  
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილი კი არ გადადგა არამედ ივანიშვილმა გაუშვა. გიგი უგულავა ამბობს, რომ პრობლემა ამ ქვეყნის არა კვირიკაშვილი არამედ ბიძინა ივანიშვილია და სწორედ მისგან უნდა გათავისუფლდეს ქვეყანა.
"კვირიკაშვილი გადადგა იმიტომ, რომ ასე მოისურვა ივანიშვილმა. ისევე ,როგორც ღარიბაშვილი გადადგა ისე, რომ ვერც დაემშვიდობა ნორმალურად საზოგადოებას და წინასაახალწლოდ მისი ხელიღა დაგვრჩა, მტევანი რეკლამაში. პრობლემა არ არის არც ღარიბაშვილში, არც კვირიკაშვილში და არც შემდეგ პრემიერში ვისაც ივანიშვილი მოიყვანს. პრობლემა არის ივანიშვილში,“-განაცხადა გიგი უგულავამ და აღნიშნა, რომ ეს არის ივანიშვილის სტილი, მას ჰყავს ფავორიტები, ჯერ რამდენიმე წელი აიყვანს ჰაერში და შემდეგ დაანარცხებს მიწაზე. გიგი უგულავას თქმით, პრემიერ -მინისტრი ასეთი ფორმით არ უნდა იცვლებოდეს და კვირიკაშვილის ამ ფორმით გადაყენებამ დაადასტურა, რომ ქვეყანას ჰყავს მარიონეტულ მთავრობა.
"მობეზრდა გაუშვა, თუ გაუძალიანდა შეიძლება დაიჭიროს. აი ეს პრობლემა გვაქვს და ეს პრობლემა არ მოგვარდება სანამ მართველობის ეს ფორმა არ შეიცვლება,“-განაცხადა გიგი უგულავამ. გიგი უგულავას განცხადებით, მოსალოდნელ კანდიდატებთან დაკავშირებით ის არ ისაუბრებს, რადგან არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაიკავებს ამ თანამდებობას.
"ქვეყანაში არის კრიზისი, კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი საშუალება არის ვადამდელი არჩევნები,"-განაცხადა გიგი უგულავამ.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005