Babajana

წყარო: rustavi2.ge, 13 ივნ 2018, ნახვები: 1275, კომენტარი: 1
naTelaSvili -"dRes isini oficial
photo © rustavi2.ge  
"კრიზისი ღრმავდება... დღეს ისინი ოფიციალურად გახდნენ შარდდალეულები"- ამ განცხადებით, "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა. ნათელაშვილის თქმით, ამ მდგომარეობამდე მთავრობა სწორედ ქუჩაში გამოსულმა შვილმკვდარმა მამებმა და მათმა მხარდამჭერებმა მიიყვანა. თუმცა შალვა ნათელაშვილის თქმით, ეს არ არის საკმარისი და ახლა ხალხმა უნდა შეცვალოს რეჟიმი.
"ჩვენ უნდა შევცვალოთ რეჟიმი. მთავრობის შეცვლა ჯერ კიდევ არ ნიშნავს საქართველოს გამოხსნას გველეშაპი ივანიშვილის კლანჭებიდან. ამიტომ უნდა შეიცვალოს რეჟიმი და ამ რეჟიმის გასაღები ინახება უმრავლესობაში,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილის გადაყენების გადაწყვეტილება იმ კრიზისიდან გამომდინარე მიიღო რომელიც ქვეყანაში არსებობს.
"კრიზისიდან ვერ გამოდიოდნენ და გადმოაგდო სატყუარა. ეს კრიზისი ოფიციალურად საპროტესტო მოძრაობის შედეგია. ისე კრიზისი კი იყო ადრევე მაგრამ ამის აღიარება არ სურდათ და ხალხმა აიძულა, რომ ეთქვათ-კი, ჩვენ ავად ვართ. მაგრამ ჩვენ პერსპექტიული ავადმყოფები ვართ, გადავრჩებით და გადაგარჩენთ, რაც მორიგი ტყუილია იმ უფასო ფულის არ იყოს,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ კვირიკაშვილის შემთხვევა ივანიშვილის ხვალინდელი დღეა, რადგან სწორედ ის არის მთავარი „გადამგდები“. რაც შეეხება პროგნოზს თუ ვინ შეცვლის კვირიკაშვილს, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ მთავრობა და პარლამენტი უნდა შეიცვალოს მთლიანად.
"კრიზისი ღრმავდება. დღეს ისინი ოფიციალურად გახდნენ შარდდალეულები. ხვალ გახდებიან კიდევ რაღაც სხვა ამბავ დალეულები და ცუდად დაუმთავრდებათ საქმე,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
  • რეგისტრაცია: 24.02.2014
  • სტატუსი:  offline
^
Магари сахели моугоне-шарддалеулеби!😫😅
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005