Babajana

წყარო: tabula.ge, 12 ივნ 2018, ნახვები: 1734, კომენტარი: 5
trampma da kim Cen inma singapurSi gamarT
photo © tabula.ge  
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სინგაპურში, კუნძულ უნძულ სენტოსაზე, სასტუმრო "კაპელაში" შეხვდნენ. მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ მათ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელსაც ტრამპმა "მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი დოკუმენტი" უწოდა.
"ამაში დიდი შრომა და მომზადება ჩავდეთ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმით, რაც დღეს მოხდა." "ჩვენ მსოფლიოს ძალიან დიდ და საშიშ პრობლემას მოვუგვარებთ." "ჩემი აზრით ჩვენი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა სრულიად განსხვავებული იქნება იმისაგან, რაც წარსულში იყო და ნახევარკუნძულზეც სრულიად განსხვავებული სიტუაცია იქნება." "ჩვენ შესანიშნავი დღე გვქონდა, ბევრი ვისწავლეთ ერთმანეთის და ჩვენი ქვეყნების შესახებ. მე ახლა ვიცი, რომ ის [კიმი] ძალიან ნიჭიერი კაცია და ძალიან უყვარს საკუთარი ქვეყანა." თქვა ტრამპმა. შეკითხვაზე, თუ რა შეთანხმებას მიაღწიეს ჩრდილოეთ კორეის დენუკლეარიზაციის საკითხზე ტრამპმა უპასუხა: "ჩვენ ამ პროცეს ძალიან ძალიან სწრაფად დავიწყებთ." შეკითხვაზე, მიიწვევს თუ არა კიმ ჩენ ინს თეთრ სახლში ტრამპმა განაცხადა: "აბსოლუტურად" და აღნიშნა, რომ მისი და კიმის შეხვედრა კიდევ ბევრჯერ შედგება. გავრცელდა ერთობლივი შეთანმების ტექსტიც:
"აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საქმეთა კომისიის თავმჯდომარე კიმ ჩენ ინმა 2018 წლის 12 ივნისს სინგაპურში პირველი ისტორიული სამიტი გამართეს.
პრეზიდენტ ტრამპს და თავმჯდომარე კიმ ჩენ ინს ყოვლისმომცველი, ღრმა და გულწრფელი აზრთა გაცვლა ჰქონდათ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის ურთიერთობებისა და კორეის ნახევარკუნძულზე ხანგრძლივი, მშვიდობიანი რეჟიმის ჩამოყალიბების თაობაზე. პრეზიდენტმა ტრამპმა გამოხატა მზაობა მისცეს ჩრდილოეთ კორეას უსაფრთხოების გარანტიები, ხოლო თავმჯდომარე კიმ ჩენ ინმა დაადასტურა მისი მხარდაჭერა კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღების საკითხის მიმართ.
დარწმუნებული იმაში, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობების დამყარება ხელს შეუწყობს მშვიდობას და წინსვლას კორეის ნახევარკუნძულსა და მსოფლიოში, ხოლო ორმხრივი ნდობის ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციას, პრეზიდენტი ტრამპი და თავმჯდომარე კიმ ჩენ ინი აცხადებენ შემდეგს:
1. აშშ და ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა ჩამოაყალიბებენ ახალ ურთიერთობებს ამ ქვეყნების ხალხის სურვილის გათვალისწინებით მშვიდობისა და წინსვლისათვის.
2. აშშ და ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა ერთობლივად იმუშავებენ კორეის ნახევარკუნძულზე ხანგრძლივი და სტაბიულური მშვიდობიანი რეჟიმის შესაქმნელად.
3. ადასტურებს რა საკუთარ მხარდაჭერას 2018 წლის 27 აპრილის პანმონჯომის დეკლარაციისადმი, ჩრდილოეთ კორეა იმუშავებს კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაციისათვის.
4. აშშ და ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა იმუშავებენ ომის ტყვეთა ნეშტების აღმოჩნაზე და ამოცნობილთა დაუყოვნებლივ რეპატრიაციაზე.
აღიარებენ რა აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის სამიტის - ისტორიაში პირველის - და ახალი მომავლის შესაქმნელად ორ ქვეყანას შორის ათწლეულების მანძილზე არსებული დაპირისპირების დაძლევის ეპოქალურ მნიშვნელობას, პრეზიდენტი ტრამპი და თავმჯდომარე კიმ ჩენ ინი შეასრულებენ ამ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულ პირობებს სრულად და სწრაფად. აშშ და ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული რესპუბლიკა უახლოეს ვადებში ჩაატარებენ მომდევნო მოლაპარაკებებს, რომლებსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო და ჩრდილოეთ კორეის მაღალი რანგის წარმომადგენელი გაუძღვებიან იმისათვის, რომ სამიტზე მიღწერული შეთანხმების იმპლემენტაცია დაიწყოს. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თავმჯდომარე კიმ ჩენ ინი ადასტურებენ კორეის ნახევარკუნძულსა და მსოფლიოში მშვიდობის, წინსვლის და უსაფრთხოებისათვის აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ახალი უერთიერთობების ჩამოყალიბებისადმი მხარდაჭრას.
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
ეს არის რუსეთის საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთი კრახი.
პუტინის პერიოდში რუსეთს განუდგნენ მუდმივი მოკავშირეები: კუბა, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე... ეხლა კიდევ ჩრდილოეთი კორეა.
ეს ბოლო კრახი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი ჩრდილოეთ კორეის საშუალებით ახდენდა მსოფლიოს ატომურ შანტაჟს.
ტრამპი საქმიანი კაცია და რასაც შეპირდა გააკეთებს კიდეც: უსაფრთხოების გარანტია და სასტუმროების მშენებლობა. თუ, რა თქმა უნდა, რუსეთმა არ მოაწყო რაიმე დიდი პროვოკაცია. მაგალითად ტერორისტული აქტი ან ატომური ბომბის გამოცდა ჩრდილოეთი კორეის სახელით. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მსოფლიოს ასე ადვილად ვეღარ მოატყუებს.
ტრამპის და ამერიკის ფონზე პუტინი გამოიყურება როგორც პატარა ხულიგანი, რომელსაც ბლეფის გარდა არაფერი შეუძლია, რაც გამოჩნდა სირიაში და ჩრდილოეთ კორეაშიც. თუმცა ქოცების აზრით ის არის მსოფლიოს უდიდესი და გავლენიანი პოლიტიკოსი. რუსეთის და პუტინის სიდიადის სჯერათ მხოლოდ რუსეთში „ბიდლოს“ და საქართველოში „ქოცებს“.
  • რეგისტრაცია: 26.04.2018
  • სტატუსი:  offline
^
ღრუსეთმა იცის ბოლო პასატკა ევროპაა მაგრამ მაინც არ ასვენებს კუდს am
  • რეგისტრაცია: 24.02.2014
  • სტატუსი:  offline
^
Кетеван, Сириа гамогрча. Сириам даицко дистанциреба русетисган, ром сакутари тави гадаирчинос. Тавидан Асадсац егона, ром Русети зе сахелмципоа, маграм Деир аз-Зоразе вагререлебиса да мтели саомари текникис, мизерул дроши ганадгуребам, рисганац русети дгесац дистанциребс да уаркопс мат ик копнас арада дахоцилебис раоденоба ико асобит, риси кадребиц укве мравалджера гваквс нанахи, даарцмуна Асади, ром ис, Асади, Кадафис бедс гаизиаребс, ту ам "зесахелмципос" дроулад ар чамошордеба. Ам инпормациас аврцелебс русуленовани саити да Асадс умадуробаши дебс бралс. Исе ром-"кольцо сужается"
  • რეგისტრაცია: 27.11.2017
  • სტატუსი:  offline
^
Temuri, ეს ბოლო ინფორმაცია არ ვიცოდი. თუმცა მოსალოდნელი იყო, რომ სირიასაც აუცრუვდებოდა გული რუსეთზე.
Вагнер-ელების დახოცვა მოხდა ორჯერ. პირველად ეს ინფორმაცია გახდა ცნობილი რუსი ჟურნალისტის მხრიდან, რომელიც რუსეთში დაბრუნებისთანავე მეოთხე სართულიდან გადმოაგდეს. მეორეჯერ კი რუსმა ჟურნალისტებმა ვეღარ გაბედეს ამაზე დაწერა. ამერიკამაც აღარ გამოაცხადა სახალხოდ, მაგრამ ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო მათ გაიგეს და, მათ შორის, რა თქმა უნდა, ასადის მთავრობამაც.
  • რეგისტრაცია: 9.12.2010
  • სტატუსი:  offline
^
შემდეგი იქნება სირია!
ამაში უკვე დარწმუნებული ვარ! თუ დემოკრატებმა აცალეს...
ჰაჰაჰა! სად არიან ისინი ვინც ტრამპის მოსვლა ლამის კატასტროფად( მათ შორის საქართველოსთვის) გამოაცხადეს!!!
მე მისი მჯეროდა მაგრამ ის უკეთესი გამოდგა ვიდრე მანამდე მეგონა!
ყველა მიცემულ დაპირებას ასრულებს თან ძალიან სწრაფად!
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005