Babajana
წყარო: ipn.ge, 17 მაისს 2018, ნახვები: 595, კომენტარი: 0
donald trampma saxelmwifo mdivans daavala, ruseT
photo © ipn.ge  
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს დაავალა, რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების გეგმა მოამზადოს, რაც მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების დებულებების დარღვევას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა.
"იმ უფლებამოსილების შესაბამისად, რომელიც მე გამაჩნია, როგორც პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს ვავალებ ხაზინას დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, თავდაცვის მდივანთან, ვაჭრობის მდივანთან და ეროვნული დაზვერვის დირექტორთან ერთად 2018 წლის სამხედრო ბიუჯეტის შესახებ კანონის 1244 მუხლის С პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები შეასრულონ“, - ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის განკარგულებაში. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს იმ დებულებას, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა კონგრესს უნდა წარუდგინოს იმ პირებისათვის სანქციების დაწესების გეგმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობაზე.
სასანქციო ზომად გამოყენებულ შეიძლება იქნას ყველა იმ ტრანზაქციების ბლოკირება ან აკრძალვა, რომელიც ამ პირების აქტივებს ან საკუთრებას ეხება, ამგვარი პირებისთვის აშშ-ს ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა, ასევე სხვა სახის სანქციები, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის.
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005