Babajana
წყარო: netgazeti.ge, 16 მაისს 2018, ნახვები: 1196, კომენტარი: 1
rusTavis sakrebulos Tavmjdomare: sicurea TiT
photo © netgazeti.ge  
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი არ ადასტურებს და სიცურეს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლონეთის რეისზე ის სიმთვრალის გამო არ დაუშვეს. ამის შესახებ მან ნეტგაზეთს განუცხადა. ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და მერიის ორი თანამშრომელი პოლონეთის რეისზე არ დაუშვეს, რისი მიზეზიც მათი არაფხიზელი მდგომარეობა იყო. ნეტგაზეთი დაუკავშირდა როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს, ასევე ავიაკომპანია “ლოტ-ს”, რათა გაერკვია, რატომ ვერ ავიდა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თვითმფრინავის ბორტზე.
“მოხდა ის, რომ გავიარეთ ყველა საბაჟო კონტროლი, ავედით ბორტზე. თუმცა მე და კიდევ ჩვენი დელეგატი შეუშვეს, ჩვენს მესამე წარმომადგენელს უარი უთხრეს, განმარტება როდესაც ვთხოვეთ, გვითხრეს, რომ მათ მისი კანის სითეთრე [გაფითრებული იყო] არ მოეწონათ და ვერ დაუშვებდნენ, რომ ბორტზე ვინმე შეუძლოდ გამხდარიყო. გარდა ამისა, მათ თურმე რაღაც შემთხვევა ჰქონიათ, ორი ქართველი გარდაცვლილა მათ ბორტზე,” – განმარტავს ლევან ონიანი. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ქალაქ პლონსკში 10 მაისს გამთენიისას მიემგზავრებოდა, სადაც “ევროპული დღეების” ფარგლებში მათ გარდა 20-მდე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი იყო მიწვეული. მისივე განმარტებით, ხარჯების საფასურს ისინი პირადი დანაზოგებიდან აანაზღაურებენ. კითხვაზე, თუ რა გახდა მათი ერთ-ერთი დელეგატის ცუდად გახდომის მიზეზი, ონიანი განმარტავს, რომ მას ფრენის ეშინოდა. მისი თქმით, სხვა დეტალებზე საუბარი “არაეთიკურია. თუმცა, საქმე ალკოჰოლი არ ყოფილა”. ლევან ონიანი ამბობს, რომ ჩივილს იმიტომ არ აპირებს, რომ თვითმფრინავის კაპიტანს აქვს უფლება თავისი შეხედულებისამებრ არ აუშვას მგზავრი ბორტზე.
ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა იმ ავიაკომპანიას, რომლითაც ლევან ონიანი პოლონეთში მიემგზავრებოდა. “ლოტ-ში” გვითხრეს, რომ მათ არ იციან თუ რატომ არ შეუშვეს დელეგაცია ბორტზე, თუმცა, ამ ფაქტს ადასტურებენ. მათივე თქმით, ბორტის ეკიპაჟს აქვს უფლება გადაწყვიტოს, ვინ არ ავა თვითმფრინავში.

  • რეგისტრაცია: 24.02.2014
  • სტატუსი:  offline
^
Квелапери ткуилиа, расац ес 6 цели габралебен да маинс квекана шетенет, гачедет чихши, ту магасац габралебен да ег тквенамде мохда, санам аоцнебебдит халхс
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005