BABAJANA

წყარო: netgazeti.ge, 16 აპრ 2018, ნახვები: 1740, კომენტარი: 2
prezidentis ganmarteba axalgazrda qal
photo © netgazeti.ge  
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა 2014 წლის აგვისტოში ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის აქტი ჩაიდინა, თუმცა ის ოთხთვენახევრის შემდეგ, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დააკავეს. პრეზიდენტის თქმით, დაკავების შემდეგ ბრალდებულს ორივე დანაშულზე მიესაჯა სასჯელი და პირველ ჯერზე, როცა შეწყალების კომისიას მიმართა, მისი თხოვნა უარყოფილი იქნა:
"2014 წლის აგვისტოში ამ შემთხვევაში ბრალდებულმა და მაშინ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობის აქტი თავისი მეუღლის მიმართ. თუმცა მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ 4- თვენახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის გამო ის იქნა დაპატიმრებული.
რის შემდეგაც ამ ორივე დანაშაულზე მას მიესაჯა სასჯელი. შეწყალების თაობაზე პირველ მიმართვაზე მისი თხოვნა უარყოფილ იქნა. მეორე მიმართვის დროს კომისიაში შესული იყო რამდნეიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც პირველ რიგში აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგის დადებით დასკვნას სოციალური მუშკის დადებით დასკვნას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის დადებითი დასკვნას და სამედიცინო ცნობას, რომელშიც არ არის მითითბული რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე” – თქვა პრეზიდენტმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქმეს თან ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ იგი 4 შვილის მამა იყო. ამასთანავე, დოკუმენტებს შორის იყო ოჯახის თხოვნა, სადაც გამოხატული იყო მათი სურვილი ბრალდებულსი გათავისუფლების თაობაზე. პრეზიდენტის თქმით, შეწყალების კომისიამ პრეზიდენტს მსჯავრდებულის სასჯელისგან სრულად გათავისუფლების თხოვნით მიმართა, თუმცა მან სასჯელი გაანახევრა:
"დღე,ს როდესაც ამ საქმეს ვაკვირდებით და მე თქვენ გაცნობთ ყველა დეტალს, რისგან შედგებოდა ეს გადაწყვეიტლება. კომისიამ მე ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომმართა სრულად ამ ადამიანის გათავისფულების თაობაზე. ჩვნე ეს დღეები ამას ვუკვირდებოდით იმ განსაკუთრებული სიმძაფრიდან, რომლითაც მე და კომისია ძალადობის შემთხვევებს განვიხილავთ. განსაკუთრებით, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს. აქედან გამომდინარე, ეს ჩვნეთვის განსაკუთრებული შემთხვევა იყო, რომლის ყველა ფაქტობრივი ინფორმაცია გაგაცანით. მაშინ კომისიამ მე მომმართა სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით სრულად ამ ადამიანის გათავისუფლების თაობაზე. მე სასჯელი გავანახევრე. თუმცა, მე რომც არ გამენახევრებინა მისთვის სასჯელი და ის 6 თუ 7 თვე არ მომეკლო, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდადა სასჯელს. ჩვენ უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ ამ მოვლენას და ასევე იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ მოტივაციას ,რომ ჩვენ კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას” – ამბობს პრეზიდენტი.
  • რეგისტრაცია: 18.02.2010
  • სტატუსი:  offline
^
MARTALIA CHVENI PREZIDENTI
  • რეგისტრაცია: 24.02.2014
  • სტატუსი:  offline
^
Ром Ар копилико Кристес мимарт ткмули, дзалиан чквианур гамонатквамши чаутвлиди умаглес рабинс, ромелмац икитха:
"садауриа ег Иесо?
-ис Назаревелиа-ико пасухи.
-шесадзлебел арс Назаретс, кетил сакмета кмевад?"
-имазе ипикрет, ту виси дасмулиа да мере гансаджет, гаакетебс ки ес пластелини квекнис сакмес? Рогорц Бидзина арис Кремлис миер шемогдебули цхени, исеве Маргвела арис Бидзинас миер шемогдебули пластелини. Исе ром васалобис канони Ар иргвева: Бидзина пуциас васалиа да маргвела ки Бидзинаси. Маргвелам ертхел сцада Путинис васалоба, маграм субординациа ар дааргвевинес да гамоткма:чеми васалис васали, чеми васали Ар арис-дарча дзалаши. Момавал сапрезиденто арчевнебши, впикроб ис ЕвроКоцебис кандидатиц ки шеидзлеба гахдес. Ак квелапери гатвлилиа да шемушавебулиа ГРУ са да ФСБ-с дахурул кабинетебши, халхи ки дродадро гаквирвебс гамотквавс-ес рогор мосдис холме, чвенс симартлиствис мебрдзол Президентс да ветанхмеби КU IVERIA-s ром квелазе мартиви мткицеба, ром ис азровнебс ара шекветит, арамед квекнис интересебидан гамосули, икнебода ис, ром ис гаантависуплебда квела политикури нишнит дапатимребулебс, ромлебзец директива Кремлидан модис да мудмивад сиробебит тавс ар гаимартлебда, ром ис асе ара пикросо. 🐣💰🗣👎🏿
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 


Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Narcotics Anonymous

Narcotics Anonymous

ნარკომანიისგან თავის დაღწევა შესაძლებელია

ქართული ჯგუფი NA

917 557 1300, 917 847 6177


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005