Babajana
წყარო: inforustavi.ge, 15 აპრ 2018, ნახვები: 1903, კომენტარი: 1
"moqalaqes scemes da fuls sZalavdnen" [video]
photo © inforustavi.ge  
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები: 1980 წელს დაბადებული გ.გ. და 1982 წელს დაბადებული ბ.მ., გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით, ზესტაფონში დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, გასულ წელს, დანაშაულებრივი დაჯგუფების კიდევ ერთ წევრთან, ამჟამად ქურდული სამყაროს წევრობისათვის ბრალდებულ - 1984 წელს დაბადებულ ნ.ქ.-სთან ერთად, ზესტაფონში ერთ-ერთი მოქალაქე ხელკეტით სცემეს. ისინი მოქალაქეს ქურდული გარჩევის გზით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და მუქარით, 15 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხას უკანონოდ სძალავდნენ.
სამართალდამცველებმა ნ.ქ. მიმდინარე წლის თებერვალში, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება გამოძალვის და ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 181-ე და126-ე მუხლებით).

  • რეგისტრაცია: 30.10.2014
  • სტატუსი:  offline
^
Берас дедас ро гавтхаре пирши! Маг теслис набозари дзмакацеби ариан албат да сул кидиат квелафери! Магат гамчен дедебс шевеци!!!
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 
Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ვიღებ ხინკლის და ხაჭაპურის შეკვეთებს NE ფილადელფიაში. ლილი

 

267 984 8615


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005